გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » თებერვალი » 17 » ეროვნული მუზეუმი შშმ მოზარდებს ინკლუზიურ განათლებას სთავაზობს
7:42 AM
ეროვნული მუზეუმი შშმ მოზარდებს ინკლუზიურ განათლებას სთავაზობს






ასოციაცია ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სოციალურ პროექტს განახორციელებს.

ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზემებში - ასე ჰქვია პროგრამას, რომლის პრეზენტაციაც 16 თებერვალს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა. ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ მუზეუმი არის ის სივრცე, რომელიც თავის კონცეფციით სასურველი ადგილია ბავშებისთვის სხვადასხვა სახის ინფორმაციის მისაღებად.

პროექტის ფარგლებში უსინათლო, სმენადაქვეითებული, აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე 6-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის შეიქმნება ინკლუზიური განათლების პროგრამა, რომელიც მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში განხორციელდება.

პროექტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ანი ჟვანიამ განაცხადა, რომ მუზეუმის სოციალური პასუხისხმგებლობა მოიცავს მის ფიზიკურ, კოგნიტურ და ემოციურ ხელმისაწვდომობას ყველასთვის. აღნიშნული გულისხმობს მუზეუმის პანდუსებით, ადაპტირებულ ლიფტებით და საპირფარეშოებით, აუდიო გიდებით და ყურადღებიანი და პოზიტიური პერსონალით უზრუნველყოფას.

პროექტს მხარს უჭერს ევროპის ფონდი და აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (სიდა).



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 859 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: საქართველო, შშმ მოზარდები, არტი, საზოგადოება, ბავშვები, განათლება, საქართველოს ეროვნული მუზეუმი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...