3:44 PM კარლო კაჭარავა - შენი კაპიტანი / karlo kacharava - sheni kapitani | ||||||||||||
ბავშვები თამაშობენ დეტექტივს წყალმცენარეთა ბაღთან. წყალქვეშ მოგზაურთა სევდა საშენო წერილებს არ ჰგავს. მივიწყებული კაპიტანი იღიმება მისაღების თაღთან. ღამით სერაფიმულ იერს ჰგავს შენი საწოლიც, ფალოსს მიმსგავსებული ნავი წყნარად მოიწევს შენში, თავს ვერ იმართლებ მთვარეთა შორის მასთან არწოლით. ყველაზე ღარიბი ცირკის მოსაწვევი გიჭირავს ხელში... კარლო კაჭარავა მიმაგრება: სურათი 1
|
|