გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » თებერვალი » 17 » გარეჯის კომპლექსის რეაბილიტაციისთვის მილიონი ლარი დაიხარჯება
3:47 PM
გარეჯის კომპლექსის რეაბილიტაციისთვის მილიონი ლარი დაიხარჯება






საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის მიზანია, წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

პროექტი სამონასტრო კომპლექსში მდებარე კელიების ფასადების მოპირკეთებასა და კეთილმოწყობას, წყლის, კანალიზაციისა და ელექტრო-მომარაგების ქსელის მოწყობა ითვალისწინებს. ამასთან, გაკეთდება ვიზიტორთა ცენტრი და ავტოსადგომი. გათვალისწინებულია მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

სამუშაოების ღირებულება 1 მილიონი ლარია, პროექტის ფარგლებში 30-ამდე ადამიანია დასაქმებული.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 959 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: დავით გარეჯის მონასტერი, მუნიციპალური განვითარების ფონდი, დავით გარეჯი, saqartvelo, davit garejis monasteri, საქართველო, გარეჯის რეაბილიტაცია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...