4:02 PM ნიგერიაში ჯადოქრად მიჩნეული მიტოვებული ბავშვი გადაარჩინეს | ||||||||||||
ანა რინგრერმა ბავშვი პლედში გაახვია და უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანა. ორდღიანი მზრუნველობის შემდეგ მან ბლოგ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ბიჭის მდგომარეობა გაუმჯობესდა. "ის უკვე თავისით ჭამს და იღებს მედიკამენტებს. დღეს იმის ძალაც ჰქონდა, რომ დამჯდარიყო და ჩვენთვის გაეღიმა. ის ძალიან ძლიერი ბიჭია. იმის ნახვა, თუ როგორ ზის და ჩემს საკუთარ ვაჟთან ერთად თამაშობს, ჩემი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილებაა და სიტყვებით ვერ აღვწერ,“- ამბობს ანა. მან ბავშვს Hope დაარქვა. 2 წლის ბიჭი 8 თვის განმავლობაში ქუჩაში ცხოვრობდა და ნაპოვნი ნარჩენებით იკვებებოდა. მისი ერთ-ერთი ფოტოს ინტერნეტში გავრცელების შემდეგ, სადაც ჩანს, რომ ბიჭს წყალს აწოდებენ, კეთილისმსურველებმა ბავშვის დასახმარებლად 1 მილიონი დანიური კრონი(£104 000)ჰუმანიტარული ორგანიზაციების ინფორმაციით, ნიგერიაშია ხშირია ბავშვების ჯადოქრობაში დადანაშაულების ფაქტები. მიმაგრება: სურათი 1
|
|