გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » თებერვალი » 19 » როგორ აღვზარდოთ ბავშვი თავაზიანი - 4 მეთოდი / rogor avghzardot bavshvi tavaziani - 4 metodi
12:49 PM
როგორ აღვზარდოთ ბავშვი თავაზიანი - 4 მეთოდი / rogor avghzardot bavshvi tavaziani - 4 metodi






თავაზიანობა - ეს არის აღზრდის, ტაქტის, ზრდილობის ერთობლიობა. იმისთვის, რომ ბავშვი თავაზიანი გაიზარდოს, მშობლები აქცენტს აკეთებენ კარგ მანერებზე, ცდილობენ ბავშვს ასწავლონ სიტყვები: „გამარჯობა“, „ნახვამდის“ , „ მადლობა“, „თუ შეიძლება“, „გთხოვ“ და ა. შ. რა თქმა უნდა, ბავშვმა უნდა იცოდეს ეს სიტყვები და მათი მნიშვნელობაც, მაგრამ თუ ბავშვს არ გააჩნია შინაგანი მოთხოვნილება - იყოს თავაზიანი სხვა ადამიანების მიმართ, ასეთ შემთხვევაში ეს სიტყვები რჩება „უსულო“, არაფრისმთქმელ სიტყვებად. როგორ გამოვუმუშაოთ ბავშვს თავაზიანობის შინაგანი მოთხოვნილება? თავაზიანობა უნდა გახდეს ცხოვრების წესი, მაგრამ როგორ?

1. დაიწყეთ ოჯახიდან
შექმენით ოჯახში თბილი, მყუდრო, კეთილგანწყობილი ატმოსფერო. ბავშვი ინტუიციით შეითვისებს თავაზიანობასა და პატივისცემას გარშემო მყოფების მიმართ. ძნელი წარმოსადეგია, რომ თავაზიანი, სინდისიერი, გარშემო მყოფთა მოყვარული ადამიანი იზრდებოდეს ოჯახში, სადაც გამუდმებით ჩხუბი, ყვირილი, გინება, სიცრუე და აურზაურია.

2. იყავით სამაგალითო
გამოიჩინეთ მოთმინება, პატივი ეცით სხვის გრძნობებსა და სურვილებს. იყავით ბავშვისთვის მაგალითი სხვებთან ურთიერთობის დროს. არ აქვს მნიშვნელობა,

იქნებით ტრანსპორტში, სტუმრად თუ მაღაზიაში. ნუ დაივიწყებთ, რომ ბავშვი ახდენს თქვენი საქციელის კოპირებას, მისთვის მშობელი ხომ ეტალონია. ასწავლეთ ბავშვებს, მოექცნენ სხვას ისე, როგორც მათ თვითონ უნდათ, რომ მოქცნენ.

3. გამოიყენეთ „ჯადოსნური დამხმარეები“
ყოველი ჩვენგანისთვის კარგადაა ნაცნობი “ჯადოსნური დამხმარეები“ - წიგნები, ზღაპრები, საბავშვო ლექსები, ფილმები და მულტფილმები თავაზიანობასა და ზრდილობაზე.
ბევრ სკოლამდელ დაწესებულებაში ტარდება სპეციალური „ზრდილობის“ გაკვეთილები, სადაც თამაშის ფორმატში ბავშვები ეცნობიან ეტიკეტის ძირითად ფორმებს და ახდენენ ამის დემონსტრირებას.

4. აუხსენით და იმსჯელეთ
დაუშვებელია ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა: “აბა ახლავე მიესალმე“, უთხარი დეიდას „მადლობა“, „ბოდიში“ , განსაკუთრებით უცხო ადამიანების თანდასწრებით. თუ ბავშვს უჭირს დამოუკიდებლად ამ სიტყვების წარმოთქმა, ესე იგი ჯერ არ არის შინაგანად ამისათვის მზად. სჯობს აუხსნათ ბავშვს, თუ რატომ უნდა მოიქცეს ასე.
ასწავლო ბავშვს ზრდილობა, თავაზიანობა - ეს კიდევ ერთი არც ისე ადვილი ამოცანაა მშობლისათვის. ეს პროცესი მოითხოვს უფროსებისგან მოთმინებას, დროს და რაც მთავარია, პირად მაგალითს.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 967 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: თავაზიანობა, აღზრდა, tavazianoba, ბავშვი, bavsvhi bavshvebi, zrdiloba, მორიდებული, ზრდილობა, ბავშვები, bavshvis aghzrda - See more at: htt | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...