გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » თებერვალი » 24 » The Hollywood Reporter საქართველოში კინოინდუსტრიის წახალისების შესახებ სტატიას აქვეყნებს
4:09 PM
The Hollywood Reporter საქართველოში კინოინდუსტრიის წახალისების შესახებ სტატიას აქვეყნებს






ჰოლივუდ რიფორთერი საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნების მხრიდან კინოწარმოების ხელშეწყობის თემით დაინტერესდა. ამერიკული მედიაგამოცემის ახალ სტატიაში საუბარია სხვადასხვა დელეგაციის ბერლინში ვიზიტის შესახებ, სადაც წარმომადგენლებმა თავიანთ ქვეყნებში კინოს განვითარების ინიციატივები განიხილეს, რომელთა მიხედვითაც, ეს ქვეყნები ევროპული კინოს, ჰოლივუდისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებისთვის უფრო საინტერესო უნდა გახდეს.

"საქართველო პირველი იყო პოსტსაბჭოთა სივრცის იმ ქვეყნებიდან (ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა), რომელმაც კინოინდუსტრიის განვითარების ახალი სქემა დასახა. მათ გასულ წელს ბერლინში წარადგინეს ახალი ინიციატივა, სახელწოდებით გადაიღე საქართველოში, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას მისცემს გადაიღონ ფილმი და კვალიფიციური ხარჯების 25% უკან დაიბრუნონ" - წერს ჰოლივუდ რიფორთერი.

გადაიღე საქართველოშის შესახებ ოფიციალურად 2016 წლის 26 იანვარს გახდა ცნობილი. კინოინდუსტრიის წამახალისებელი პროექტით როგორც ქართველი, ისე უცხოელი კინომატოგრაფები ისარგებლებენ.

"საქართველო უცხოელი რეჟისორებისთვის საინტერესო ადგილია, როგორც უძველესი შენობებითა და საოცარი ბუნებით, ასევე ევროპული და საბჭოური არქიტექტურის ნაზავით. აქაა როგორც თოვლით დაფარული მთები, ისე მზიანი უდაბნო, მათგან რამდენიმე საათში კი ზღვის სანაპიროს აღმოაჩენ" - წერს ამერიკული მედიაგამომცემლობა.

ჰოლივუდ რიფორთერის ინფორმაციით, საქართველომ თავისი ახალი წამახალისებელი პროექტით უკვე მოხიბლა და დააინტერესა ბოლივუდი და ამერიკული სატელევიზიო შოუ.

ჰოლივუდ რიფორთერი ლოს ანჟელესში 1930 წელს დაფუძნებული მედიასაშუალებაა, რომელიც კინოინდუსტრიაში მიმდინარე ამბებს აშუქებს. ის აერთიანებს როგორც ბეჭდურ, ისე ონლაინ გამოცემას. ერთ–ერთი ბოლო მონაცემებით, ჰოლივუდ რიფორთერის ონლაინ გამოცემას თვეში საშუალოდ 12 მილიონი უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 871 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მსოფლიო, კინო და ტელევიზია, გადაიღე საქართველოში, ბიზნესი, saqartvelo, კინო ინდუსტრია, kino industria, საქართველო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...