იოსებ სტალინის 5 საუკეთესო ხუმრობა / ioseb stalinis 5 sauketeso khumroba - 25 თებერვალში 2016 - Social Mega Portal



Загрузка...
მთავარი » 2016 » თებერვალი » 25 » იოსებ სტალინის 5 საუკეთესო ხუმრობა / ioseb stalinis 5 sauketeso khumroba
3:47 PM
იოსებ სტალინის 5 საუკეთესო ხუმრობა / ioseb stalinis 5 sauketeso khumroba






იოსებ სტალინს სპეციფიური, მაგრამ გამჭრიახი იუმორის გრძნობა ჰქონდა. წარმოგიდგენთ 5 შემთხვევას, რომელიც ამას ადასტურებს.

1. მანქანა ”პობედას” კონსტრუირების დროს, იგეგმებოდა, რომ მისთვის ”სამშობლო” დაერქმიათ. ამის შესახებ სტალინმა ირონიულად იკითხა: ”და რამდენად გაიყიდება სამშობლო?” მანქანის დასახელება დაუყოვნებლივ შეცვალეს.

2. ერთხელ სტალინს მოახსენეს, რომ როკოსოვსკის მარშალს საყვარელი გაუჩენია და ეს საყვარელი ლამაზმანი მსახიობი ვალენტინა სეროვა ყოფილა. ჰკითხეს სტალინს, რა უნდა ექნათ ამის თაობაზე.
სტალინმა ჩიბუხი გამოიღო პირიდან, დაფიქრდა და თქვა:
– რა უნდა გავაკეთოთ? უნდა შეგვშურდეს.

3. 1939 წელს სტალინი ფილმ ”მატარებელი დასავლეთით მიდის” პრემიერას ესწრებოდა.

ერთ-ერთი სცენისას, როდესაც მატარებელი მორიგ სადგურში გაჩერდა, ბელადმა იკითხა:
– ეს რომელი სადგურია?
– დემიანოვკა.
– ხოდა, მე აი აქ ჩავალ, – განაცხადა სტალინმა და დარბაზი დატოვა.
4. ომის შემდეგ სტალინმა შეიტყო, რომ პროფესორმა კ.-მ მოსკოვის სიახლოვეს ძვირფასი აგარაკი შეიძინა. მან დაიბარა კ. თავისთან და ჰკითხა. ”სიმართლეა, რომ ეს აგარაკი შეიძინეთ?” – ”სიმართლეა”, – უპასუხა პროფესორმა. ”დიდი მადლობა საბავშვო სახლის სახელით, რომელსაც ეს აგარაკი აჩუქეთ”, – უთხრა სტალინმა და პროფესორი ნოვოსიბირსკში გაუშვა სამუშაოდ.

5. უცხოელმა ჟურნალისტებმა კითხეს სტალინს:
– რატომ არის სომხეთის გერბზე არარატის მთა გამოსახული, ის ხომ სომხეთის ტერიტორიაზე არ იმყოფება?
სტალინმა მიუგო:
– თურქეთის გერბზე ნახევარმთვარეა გამოსახული, მაგრამ არც ის იმყოფება თურქეთის ტერიტორიაზე.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 115 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: xumroba, ioseb jughashvili, საუკეთესო, ხუმრობა, ioseb jugashvili, ioseb stalini, იუმორი, iumori, khumroba, იოსებ სტალინი | რეიტინგი: 0.0/0

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: