გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » თებერვალი » 28 » ნიკოლოზ ქართველი - არ მესმის / nikoloz qartveli - ar mesmis
8:31 PM
ნიკოლოზ ქართველი - არ მესმის / nikoloz qartveli - ar mesmis






არ მესმის,
სად მთავრდება ამ ცხოვრების რუტინა?
არ მესმის საიდან იწყება გაფრენა?
ოდესმე ამოძრავდება დაჟანგულ სახეებზე ლოყები,
ან
როდის გაიღიმებს ქუჩაში ნებისმიერი გამვლელი?
მე მწამს უფლის
და
ვერ ვხვდები თუ სად მიდის ჩვენი ლოცვა,
როდესაც ქუჩაში ვაგინებთ მოყვასს?.
არ ვიცი,
რამდენი ნაბიჯია
გაძლებიდან - ცხოვრებამდე,
ცხოვრებიდან - თვითმკვლელობამდე,
მაგრამ ვიცი,
თუ რატომ არის რუსთაველის ქუჩაზე
მოსიარულე ერთი გიჟი,
ყოველთვის
ან ნაღვლიანი ანდა მოცინარი.
ვერ იპოვა შუალედი ამ ცხოვრებასა
და
სიყვარულს შორის.
მაშინაც კი როცა ვერავის ამჩნევს გაღიმებულს,
მაღაზიის ვიტრინასთან მოფარებულ-ბნელ ადგილას
უყურებს თავის დაღრეჯილი სახის ანარეკლს.
მჯერა,
ისაც ჩემსავით ვერ ხვდება თუ
რა ფერია სიყვარული?
რა სუნი აქვს სიძულვილს?
სად მთავრება სიზმარი
და
იწყება ცხოვრება?!..



მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1058 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: cxovreba, poezia, siyvaruli, sizmari, nikoloz qartveli, leqsebi, tvitmkvleloba, sidzulvili, leqsi, nabiji | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...