11:47 PM
თბილისის რამოდენიმე მიკროავტობუსში ინტერნეტი მარტიდან ჩაირთვება / tbilisis ramodenime mikroavtobusshi interneti martidan chairtveba
www.auf.ge -
თბილისის მიკროავტობუსის პრესსამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის რამდენიმე მიკროავტობუსში Wi-Fi-ის მოწყობილობები დამონტაჟდება.

პროექტი ექსპერიმენტულია. იდეა კომპანია WiFisher-ს ეკუთვნის. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ნოდარ ივანიძემ კარგი ამბების სააგენტოს უთხრა, მიკროავტობუსებში ინტერნეტი მარტის შუა რიცხვებიდან გავრცელდება.

"არის ხაზი 2 ნომერი, რომელშიც 10-15 მიკროავტობუსი შედის და მას ძირითადად ახალგაზრდები იყენებენ. ის უნივერსიტეტის მაღლივის კორპუსს და ვაჟა-ფშაველას გამოივლის. შესაბამისად, აქ უფრო მოხმარებადი იქნება ინტერნეტი. დაახლოებით 1 თვეა ტესტის რეჟიმში ვართ და მიკროავტობუსების ფარეხებში სხვადასხვა აპარატურებს ვამოწმებთ. არაა მარტივი მიკროავტობუსი თან დადიოდეს და თან ინტერნეტზე ჰქონდეს წვდომა. მარტის შუა რიცხვებიდან ინტერნეტი 2 ნომერ მიკროავტობუსში ჩაირთვება და მოგვიანებით მას #128-ც დაემატება"

"თუ ინიციატივამ გაამართლა, ჩვენი კომპანია მის განვითარებას და გავრცელებას ხელს შეუწყობს" - გვითხრა თბილისის მიკროავტობუსის პრესსამსახურის უფროსმა ნათია მიქიაშვილმა.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1062 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: Tbilisi, vaifai, საზოგადოება, tbilisis mikroavtobusebi, sazogadoeba, თბილისი, თბილისის მიკროავტობუსები, saqartvelo, WiFi, საქართველო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]