11:54 PM პიცერია, რომელიც შშმ პირებს ასაქმებს / piceria, romelic shshm pirebs asaqmebs | ||||||||||||
ვოლტერ გლოშინსკის თქმით, მისი მიზანი მხოლოდ რესტორნის ფლობა არასდროს ყოფილა: “ჩემი მიზანია ჩვენს თანამშრომლებს მყარი ცხოვრება ჰქონდეთ. მათ არ უნდა იგრძნონ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ “. გლოშინსკი წარმოშობით იტალიიდანაა. მან პიცის გამოცხობის ტექნიკა ერთ-ერთ რესტორანში წლების წინ ისწავლა. შემდეგ დააგროვა ფული და განათლება კულინარიის დარგში მიიღო. ახლა ის ოჰაიოში შშმ პირებს ლექციებს უკითხავს. საკუთარი პიცერიის გახნსამდე გლოშინსკის თავის შვიდ სტუდენტთან ერთად, პატარა ბიზნესი ჰქონდა, რომელიც კვირაში 100-დან 150-მდე პიცას ყიდდა. ამ ეტაპზე ვოლტერი შშმ პირებს პიცის გამოცხობას თავის რესტორანში ასწავლის, რის შემდეგაც ეს ადამიანები მისი თანამშრომლები ხდებიან. გლოშინსკის რესტორნის შეფ-მზარეული შშმ პირებს დეტალურად უხსნის, თუ რა და როგორ უნდა გააკეთონ: “ჩემი შეყვარებულის შვილს დაუნის სინდრომი აქვს, ასე რომ ასეთი ადამიანების ძალიან მჯერა”. გლოშინსკი და მისი მეუღლე მომხმარებელს სხვადასხვა სახის პიცას სთავაზობენ, თუმცა, ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი განსაკუთრებული ინგრედიენტის არსებობაა: “გვინდა ისეთი გარემო შევქმნათ, სადაც ყველა იგრძნობს გვერდში დგომას და არავინ არავის განსჯის. გარემოს, სადაც შეცდომების დაშვებას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, რადგან ყველა ადამიანს მოსდის შეცდომა”. მიმაგრება: სურათი 1
|
|