9:23 PM
ავსტრალიაში სამედიცინო მარიხუანის მოყვანა ლეგალური გახდა / avstraliashi samedicino marikhuanis mokvana legaluri gakhda
www.auf.ge -
24 თებერვალს ავსტრალიის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც მარიხუანის სამედიცინო მიზნებისთვის მოხმარება და კულტივირება ლეგალური გახდა.

კანონპროექტი პარლამენტში 10 თებერვალს წარადგინეს. ექიმები მიიჩნევენ, რომ კანაფი პაციენტებს ქრონიკული ტკივილისგან კურნავს.

ავსტრალიის ჯანმრთელობის მინისტრმა სიუზან ლეიმ თქვა, რომ ეს ქვეყნისთვის ისტორიული დღეა.

"ეს იმ ადამიანების გამარჯვებაა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდნენ სამედიცინო მარიხუანაზე შექმნილ სტიგმას. ამიერიდან პაციენტებს კრიმინალებად აღარ აღიქვამენ" - დასძინა მან.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1344 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მარიხუანა, მედიცინა, marixuana, საზოგადოება, მსოფლიო, სამედიცინო მარიხუანა, marikhuana, ავსტრალია, ჯანმრთელობა, სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]