9:38 PM
5 წლის გოგონამ ბებია ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანა / 5 tsclis gogonam bebia ceckhlmokidebuli sakhlidan gamoikvana
www.auf.ge -
ლუიზიანას შტატის ქალაქ კენერში 5 წლის გოგონამ ბებია სიკვდილს გადაარჩინა. მას შემდეგ, რაც ქლოე ვუდმა ადგილობრივ სახანძრო დაწესებულებაში ხანძრიდან თავის დაღწევის ხერხები ისწავლა, მან საკუთარი ცეცხლმოკიდებული სახლიდან ბებია და ძაღლი გამოიყვანა.

2015 წლის 14 ოქტომბერს ქლოე ვუდი მასწავლებელმა, კლასელებთან ერთად, ქალაქის სახანძრო სამსახურის მუშაობის სპეციფიკის შესასწავლად წაიყვანა. მასწავლებლის, ბრიტანი გაილოტის თქმით, სახანძრო დაწესებულებაში ბავშვებს აუხსნეს, რა უნდა ქნან ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში.

ქლოემ ყურადღებით მოისმინა მეხანძრეების მითითებები, თუმცა მაშინ არ იცოდა, რომ ეს ცოდნა მალე გამოადგებოდა. 17 თებერვლის დილას ქლოეს სახლში ღუმელი აალდა და სახანძრო სიგნალიზაცია ჩაირთო. სწორედ ამ დროს ქლოემ მეხანძრეებისგან ნასწავლი ცოდნის გამოყენება დაიწყო.
როდესაც ცეცხლი გაჩნდა, ქლოე და მისი უსინათლო ბებია სახლში მარტო იმყოფებოდნენ. სიგნალიზაციის ჩართვისთანავე ბავშვი ლოგინიდან წამოხტა და ბებიის ოთახში გაიქცა. ქლოემ მას ხელი ხელში გაუყარა და ასე გაიყვანა სახლიდან. როდესაც ბავშვი დარწმუნდა, რომ ბებია და მისი ძაღლი უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდნენ, მან აქეთ-იქით სირბილი დაიწყო.

“ცეცხლის ჩასაქრობად წყალს ვეძებდი “, - იხსენებს ქლოე.

როდესაც ბავშვის დედა სახლში დაბრუნდა, შვილმა მას ხანძრის ამბავი უამბო.

“ის დარბოდა და მეზობლებს 911-ში დარეკვას თხოვდა. გამიკვირდა, ვიკითხე რა ხდება-მეთქი, მან კი მიპასუხა, რომ ჩვენს სახლში ხანძარი გაჩენილიყო”, - ამბობს ბავშვის დედა.

როგორც კენერის სახანძრო სერვისის ხელმძღვანელი ჯონ ჰელმერი ამბობს, სწორედ გოგონას ყურადღებამ და ასეთ სიტუაციებში სწორად მოქცევის ცოდნამ იხსნა ოჯახი ტრაგედიისგან.

ქლოეს ოჯახის დასახმარებლად GoFoundMe კამპანია უკვე დაწყებულია. საქველმოქმედო კამპანია მიზნად სულ 5 000$-ის შეგროვებას ისახავს. კამპანიის დაწყებიდან ჯერ 15 საათია გასული და ქლოეს ოჯახის დასახმარებლად 35 ადამიანს უკვე $1 730 აქვს გადარიცხული.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1153 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ბავშვი, gmirebi, ხანძარი, მსოფლიო, bavshvebi, მამაცი ბავშვი, სახანძრო სამსახური, ბავშვები, გმირები, mamaci bavshvi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]