გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » თებერვალი » 29 » ქართველი სტუდენტები ვაშლის ჩიფსების წარმოებას იწყებენ / qartveli studentebi vashlis chifsebis tscamoebas itsckeben
9:55 PM
ქართველი სტუდენტები ვაშლის ჩიფსების წარმოებას იწყებენ / qartveli studentebi vashlis chifsebis tscamoebas itsckeben






აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიის სტუდენტებმა ქართული ხილისა და ბოსტნეულის ჩიფსის წარმოება დაიწყეს. გუნდმა "სტუდენტური ინოვაციების" პროგრამის ფარგლებში TS ფონდის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და 10 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა. ამის შესახებ ტელეკომპანია “მაესტროს” დილის გადაცემაში მოწვეულმა სტუდენტებმა განაცხადეს. ამ თანხით ისინი შეძლებენ საკუთარ იდეაზე დაფუძნებული სტარტაპის შექმნას და პირველი ქართული ვაშლის ჩიფსების წარმოებას.

“ჩვენს შემთხვევაში, ვაშლის ჩიფსში შენარჩუნებულია ყველა ის სასარგებლო თვისება რაც ვაშლში გვაქვს, ესაა C ვიტამინი, რკინა და ა.შ.”- ამბობს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ნონა ნონიაშვილი მაესტროს გადაცემა “საქმიან დილაში.”

კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისგან, რომელიც მოიცავდა პროექტის მოკლე და მთლიანი ვერსიის ფორმების შედგენასა და ანალიზს. შეფასების ძირითადი კრიტერიუმი იყო იდეის ინოვაციურობა და მისი კომერციალიზაციის რეალურობა.

სტუდენტებს ვაშლის ჩიფსის პირველი პროტოტიპი უკვე შექმნილი აქვთ, მის ბაზარზე გამოჩენას კი 6 თვეში ვარაუდობენ. სტუდენტების თქმით, შემდეგ ისინი ასევე ჭარხლის ჩიფსის შექმნასაც გეგმავენ. პროდუქტი თავდაპირველად მცირე მასშტაბით საქართველოს ბაზარზე გაიყიდება , შემდეგ კი ევროპაშიც გაიტანენ.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 910 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ნონა ნონიაშვილი, agraruli universiteti, ჭარხლის ჩიფსები, ვაშლის ჩიფსები, ბიზნესი, chifsebi, სტუდენტური ინოვაციები, აგრარული უნივერსიტეტი, საქართველო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...