გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » მარტი » 4 » ევროკომისია საქართველოზე უვიზო რეჟიმის რეკომენდაციას სავარაუდოდ მომავალ კვირაში წარადგენს
9:49 AM
ევროკომისია საქართველოზე უვიზო რეჟიმის რეკომენდაციას სავარაუდოდ მომავალ კვირაში წარადგენს






ფოტო: gingerbeardman.

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის ლევან ბერძენიშვილის ინფორმაციით, ევროკომისია მზადაა ევროპის პარლამენტს საქართველოზე უვიზო რეჟიმის რეკომენდაცია მომავალ კვირაში წარუდგინოს.

"ეს არაოფიციალური ინფორმაცია ჩვენ ევროკომისიის აპარატიდან მივიღეთ. ისინი მზად არიან, რომ ევროპარლამენტს წარუდგინონ თხოვნა საქართველოს მიმართ ვიზალიბერალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ. ვფიქრობთ, რომ მომავალ კვირას ეს წარდგენა აუცილებლად მოხდება" - აღნიშნა მან.

ლევან ბერძენიშვილმა იმ ეტაპებზეც ისაუბრა, რომლებსაც საქართველო ევროპარლამენტში რეკომენდაციის წარდგენის შემდეგ გაივლის. მისი ინფორმაციით, ამის შემდეგ ევროპის პარლამენტში გაიმართება სათანადო კომიტეტის სხდომა, შემდეგ - პლენარული სხდომა, სადაც აღნიშნულ საკითხს კენჭს უყრიან.

"მისი დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ევროპის პარლამენტის თავჯდომარე და ევროკავშირის თავჯდომარე ქვეყნის პირველი პირი ხელს მოაწერენ ერთობლივ დეკლარაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს მიმართ აღარ იყოს ხანმოკლე ვიზებზე მოთხოვნა. ამის შემდეგ ეს გამოქვეყნდება, საიდანაც 1 კვირაში საქართველოს მოქალაქე ბიომეტრიული პასპორტით ხელში მიადგება ევროპას" - თქვა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა.

ლევან ბერძენიშვილის ინფორმაციით, ეს ეტაპები 2-დან 6 თვემდე დროს მოითხოვს.

"გააჩნია რა ტემპით წავა პროცესი. ეს შესაძლოა მოესწროს ივნისამდე, თუმცა აუცილებლად დასრულდება სექტემბრამდე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ივნისამდე პერიოდში ჩავეტიებით" - აღნიშნა მან.

ბერძენიშვილის თქმით, უკრაინის შემთხვევაში ეს პროცესები დროებით გადადებულია და საქართველო ამ ეტაპებს ცალკე გაივლის.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 836 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ვიზალიბერალიზაცია, მოგზაურობა, საზოგადოება, მსოფლიო, უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირი, უვიზო რეჟიმი, შენგენის ზონა, ვიზა, ევროპა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...