5:32 PM ნიკოლოზ ქართველი - მიხარიხარ! / nikoloz qartveli - mikharikhar | |
ჩემი პირველი დიდად განცდილი, მოკლე ისტორიასავით მოთხრობისდაგვარი რაღაც... _______________________ მიხარია. აი ესე, უბრალოდ... მე ხარი გამოვუშვი, მეგონა დამირეკავდი, აღმოვაჩინე, რომ ანგარიშზე თანხა აღარ მქონია თურმე და გავმწარდი. შენ კი უცებ გადმომირეკე, სამსახურის ფარული ნომრიდან. მე ჯერ გიპასუხე გაკვირვებულმა და როცა გავიგე, რომ ეს შენ იყავი, ძალიან გამიხარდი. არ ვიცოდი, აზრზეც კი არ ვიყავი დარეკვამდე რაზე უნდა მესაუბრა, არც მაშინ, როცა მივესალმეთ ერთმანეთს, მაგრამ ნელ-ნელა ორივეს დაგვაინტერესა, ვიპოვეთ საერთო ინტერესი, გატაცება, სურვილი და დავგეგმეთ ორი-სამი დღის შემდეგ, საკუთარი აზრის განსახორციელებლად ერთი დღე. გმადლობ, რომ დამირეკე, გმადლობ, საუბრისთვის და რავიცი აბა, გმადლობ უბრალოდ, იმიტომ რომ არსებობ, კარგო გოგონავ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |