5:13 PM ფრედერიკ ბეგბედერი ქართველ მკითხველს 11 მარტს შეხვდება / frederik begbederi qartvel mkitkhvels 11 marts shekhvdeba | ||||||||||||
ბეგბედერი ქართველ მკითხველს 11 მარტს , ბიბლუსის გალერეაში, 15:30 საათზე შეხვდება. დასწრება თავისუფალია. ღონისძიების ავტორების თქმით, ფრანგი მწერალი გაესაუბრება მკითხველს, უპასუხებს მათ კითხვებს და ავტოგრაფებს დაარიგებს. ფრედერიკ ბეგბედერის ვიზიტის ორგანიზატორი ოლგა ბაბლუანია. როგორც ის ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, მწერალი საქართველოში ჟურნალ 12-ის პრეზენტაციაზე ჩამოდის. ამავე ჟურნალში დაიბეჭდება ინტერვიუც, რომელშიც, ბაბლუანის თქმით, ფრედერიკ ბეგბედერი სხვადასხვა საინტერესო თემაზე საუბრობს. ჟურნალ 12-ის რედაქტორი ქეთა ლომიძე ბეგბედერის ვიზიტის პროგრამას თავის ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს და ის ასე გამოიყურება: 11 მარტი -14:30 წუთზე გაიმართება პრესკონფერენცია ( ნებისმიერი მედიის წარმომადგენლისთვის შესაძლებელია დასწრება, მსურველები გამოგვეხმაურეთ პირად ფოსტაში) 11 მარტი -15:30 შეხვედრა მკითხველთან წიგნის მაღაზია ‘Biblus Gallery’- ში ჭავჭავაძის 7. დასწრება თავისუფალია! 11 მარტი -18:00 მწერალთა სახლში გაიმართება დახურული შეხვედრა მწერლებთან. 12 მარტი - 17:00 კინოთეატრ ამირანში შედგება ფრედერიკ ბეგბედერის ფილმის ‘სიყვარული ცოცხლობს 3 წელი’-ის ჩვენება (მისი რომანის ეკრანიზაცია). ბილეთების შეძენა შეგიძლიათ კინოთეატრ ამირანის სალაროებში. მიმაგრება: სურათი 1
|
|