9:02 AM
ასტრონავტი სკოტ კელი ერთწლიანი კოსმოსური ოდისეის შემდეგ დედამიწას დაუბრუნდა / astronavti skot keli erttscliani kosmosuri odiseis shemdeg ded
www.auf.ge -
ასტრონავტი სკოტ კელი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურიდან დედამიწაზე დაბრუნდა.

კოსმოსში ყოფნისას კელიმ რამდენიმე რეკორდი დაამყარა, ის გახდა ამერიკელი ასტრონავტი, რომელსაც ზედიზედ ყველაზე მეტი დღე აქვს გატარებული კოსმოსში - 340. საერთაშორისო რეკორდი რუს კოსმონავტ ვალერი პოლიაკოვს ეკუთვნის - 437 დღე.

ასევე მან დაამყარა რეკორდი ამერიკელ ასტრონავტებს შორის, კოსმოსში გატარებული ყველაზე მეტი დღე - ჯამში 540. საერთაშორისო რეკორდი აქაც რუს კოსმონავტს, ევგენი პადალკას ეკუთვნის - 879 დღე.

კელის მისია სამეცნიერო ექსპერიმენტის ნაწილი იყო NASA ადამიანზე მიკროგრავიტაციის ეფექტებს სწავლობდა, რათა ასტრონავტები დიდხნიანი მგზავრობისთვის მოამზადონ - მაგალითად მარსის მისიისთვის.

კოსმოსის პირობებს ადამიანის სხეულზე არასასიამოვნო გავლენა აქვს. კუნთებისა და ძვლების ატროფიას მოჰყვება მხედველობის კლება და ასტრონავტები განიცდიან ქრონიკულ უძილობას. ექსპერიმენტული მისიების საშუალებით ნასას სურს დაადგინოს დიდხნიან მისიებს რა ეფექტი ექნება ასტრონავტებზე და როგორ შეიძლება პირობები გაუმჯობესდეს.

ნასას ექიმები უკვე სწავლობენ მიღებულ მონაცემებს, თუმცა კვლევის საბოლოო შედეგები და გამოსავალი როდის იქნება ამას დაზუსტებით ვერ ამბობენ.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 850 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: საერთაშორისო კოსმოსური სადგური, NASA, მეცნიერება, astronavti, skot keli, კოსმონავტი, ასტრონავტი, სკოტ კელი, kosmonavti, mecniereba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]