9:21 AM ბითლზის მეხუთე წევრი ჯორჯ მარტინი გარდაიცვალა / bitlzis mekhute tsevri jorj martini gardaicvla | ||||||||||||
სწორედ ის იყო ჯგუფის მუდმივი არანჟირების ავტორი. მან გააფორმა Yesterday. მან მოიფიქრა Eleanor Rigby სიმებზე დაეკრათ. სწორედ ის, სცენაზე გაუსვლელად, კონცერტების დროს ხშირად კლავიშზე უკრავდა. მას ეკუთვნის სოლო კლავესინზე სიმღერაში In my life. ის მონაწილეობდა ”ბითლზის” თითქმის ყველა ალბომის მომზადებაში. ბევრი თვლის, რომ არა ის, ”ბითლზი” არასოდეს იქნებოდა ასეთი პოპულარული. ”ბევრი საოცარი მოგონება მაქვს, ამ ბრწყინვალე ადამიანთან დაკავშირებული. ის ნამდვილი ჯენტლმენი იყო და ჩემთვის - მეორე მამა. ის მართავდა ”ბითლზის” კარიერას ისეთი პროფესიონალიზმით და იუმორის გრძნობით, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის ნამდვილ მეგობრად იქცა. თუ ვინმე იმსახურებს ”მეხუთე ბითლის” ტიტულს, ეს ჯორჯია. იმ დღიდან, როდესაც მან ”ბითლზისთვის” პირველი კონტრაქტი მოიპოვა და უკანასკნელ წუთამდე, როდესაც მე ის ვნახე, ყველაზე კეთილშობილი, ჭკვიანი და მუსიკალური ადამიანი იყო, რომელიც ოდესმე შემხვედრია”, - დაწერა პოლ მაკარტნიმ საკუთარ საიტზე. მომზადებულია dubikvit.livejournal.com-ს მიხედვით. მიმაგრება: სურათი 1
|
|