ქართველმა მორაგბეებმა სოჭში რუსეთის ნაკრები დაამარცხეს / qartvelma moragbeebma sochshi rusetis nakrebi daamarckhes - 13 მარტში 2016 - Social Mega Portal



Загрузка...
მთავარი » 2016 » მარტი » 13 » ქართველმა მორაგბეებმა სოჭში რუსეთის ნაკრები დაამარცხეს / qartvelma moragbeebma sochshi rusetis nakrebi daamarckhes
4:54 PM
ქართველმა მორაგბეებმა სოჭში რუსეთის ნაკრები დაამარცხეს / qartvelma moragbeebma sochshi rusetis nakrebi daamarckhes






დღეს, 12 მარტს, სოჭის სტადიონზე "რაგბი ევროპის" ჩემპიონატზე საქართველოს რაგბის ნაკრები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

შეხვედრა ქართველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრაზე პირველი 3 ქულა ქართველმა მორაგბეებმა მოიპოვეს, როდესაც მერაბ კვირიკაშვილმა წარმატებული ჯარიმა შეასრულა. პირველი ტაიმის შუაში თამაზ მჭედლიძემ 5 ქულიანი ლელო დადო, რომელსაც კვირიკაშვილმა 2 ქულიანი გარდასახვა მიამატა. პირველი ტაიმი საქარტველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვებით, 0:10 დასრულდა.

მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა ანტონ ფეიქრიშვილმა და გიორგი ნემსაძემ თითო-თითო ლელოები დადეს. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ანგარიში კიდევ 2 წარმატებული გარდასახვით გაზარდა.

მატჩის მიწურულს რუსეთის ნაკრებმა ერთი ლელო და ერთი გარდასახვა შეასრულა და ანგარიშში სხვაობა შედარებით შეამცირა.

საბოლოოდ, საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთის ნაკრები 7:24-ით დაამარცხა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 128 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: სოჭი, საქართველო, რაგბი ჩვენი თამაშია, რაგბი, გამარჯვება, რუსეთის ნაკრები, ქართველი მორაგბეები, მსოფლიო, საქართველოს რაგბის ნაკრები, სპორტი | რეიტინგი: 0.0/0

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: