გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » მარტი » 16 » ლუდი სვიანი - კიდევ ერთი პრემიუმ ბრენდი ზედაზენისგან / ludi sviani - kidev erti premium brendi zedazenisgan
5:13 PM
ლუდი სვიანი - კიდევ ერთი პრემიუმ ბრენდი ზედაზენისგან / ludi sviani - kidev erti premium brendi zedazenisgan






„ზედაზენმა“ ერთგულ მომხმარებელს, განსაკუთრებული გემო - უმაღლესი ხარისხის გერმანული ალაოს და სვიის განსაკუთრებული სახეობის ნაზავისგან შექმნილი განსხვავებული ლუდი შესთავაზა.

ლუდი „სვიანი“ გერმანული ლაგერის ტიპის ლუდია. ფერი: - კრისტალურად გამჭვირვალე, ღია ხორბლისფერი, წვრილმარცვლოვანი ქათქათა თეთრი ქაფით. არომატში სვიის სასიამოვნო ნოტებთან ერთად აღიქმება შინგამომცხვარი ახალი ქერის პურის და გაზაფხულის ნაკადულის წყლის სურნელი. გემო რბილი და სასიამოვნო; შედარებით მსუბუქი დასალევი ლუდია. მზადდება განსაკუთრებული ჯიშის გერმანული სვიისა და უმაღლესი ხარისხის ქერის ალაოს გამოყენებით.

„სვიანი - ძველი ქართული სიტყვაა და ბედნიერს, იღბლიანს ნიშნავს. ჩვენ ყველას გვახსოვს ეს სიტყვა უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“-დან. ვფიქრობთ ეს სიტყვა უნდა მოდიოდეს მცენარის სახელწოდებიდან - სვია. იგივე შეიძლება ითქვას სიტყვაზე სვე-ბედნიერი. ლუდი „სვიანი“-ც ჩავიფიქრეთ როგორც ბედნიერების სასმელი: სასიამოვნო, მსუბუქი გემო და არომატი რომლის შეგრძნებაც სიცოცხლით ტკბობას გვგვრის, ეს ერთგვარი მედიტაციასავითაა. მიირთვით ლუდი „სვიანი“ მეგობრებთან ერთად ან მარტოობის ჟამს და შეიგრძენით თუ რას ნიშნავს ადამიანი იყო ღმრთისაგან სვიანი“ - აცხადებს ქართული ლუდის კომპანიის კომერციული სამსახურის ხელმძღვანელი კახა პაიჭაძე.

ლუდის საწყისი ექსტრაქტულობა 10.4%-ია, ალკოჰოლის შემცველობა კი 4,5% ასე.

„სვიანი“ შესანიშნავია ზაფხულის სიცხისგან გათანგული და მოწყურებული ლუდის მოყვარულთათვის. მისი მდიდარი და ამავე დროს მსუბუქი არომატი იდეალურად ესადაგება ფაქტიურად ყველა საზაფხულო კერძსა და სნეკს.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 890 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ალკოჰოლი, natakhtari, zedazeni, ludi zedazeni, ludi sviani, beer kazbegi, ლუდი სვიანი, ნატახტარი, nataxtari, ზედაზენი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...