გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » მარტი » 24 » კოტე კირვალიძე - ნაწყვეტი ჩემი ახალი წიგნიდან აზიაზე! (ტერორიზმის წინააღმდეგ)
1:02 AM
კოტე კირვალიძე - ნაწყვეტი ჩემი ახალი წიგნიდან აზიაზე! (ტერორიზმის წინააღმდეგ)






ერთ ქუჩაზე გავჩერდი. აქ, ამ ადგილას ადრე უდაბნო იყოო, მიყვება ჭაღარა, ხმელი მოხუცი. მოხუცს სახე მზით აქვს დამწვარი, თავზე ჩალმა ახურავს, წვერი ტუჩებთან ჩაყვითლებული აქვს თამბაქოსა და ჰაშიშის წევისგან. მთელი მისი ნაამბობიც ჰაშიშივით ზღაპრული და შთამბეჭდავია. ან შეიძლება, მე მეჩვენება ასე, რადგანაც ერთად მოვწიეთ ცოტა ხნის უკან. მიყვება, ამ ადგილას უდაბნო იყოო ადრე. ამ უდაბნოში სასწაულმოქმედი ქვა იდგა. ქვა კი არა ლოდი. არ ვიცით რომელმა დამპყრობელმა მოიტანაო აქ, თუ თავად სამყაროს გაჩენინიდან იდო. და მოდიოდა ხალხი სამკურნალოდ, სალოცავად. ევედრებოდნენ ამ ქვას გასჩენოდათ შვილები, განკურნებულიყვნენ წყლულებისგან, ყველანაირი სათხოვრის შესრულება შეეძლო ქვას, ოღონდ შენ ნამდვილად უნდა დაგეჯერებინა, რომ მას ეს შეეძლო.
მოხუცმა მრავლისმნახველი, ჰაშიშით ამღვრეული თვალები მოჭუტა და მკითხა: - გჯერა შენ, რომ ნამდვილად შეეძლო იმ ქვას ადამიანების განკურნება? ან ის თუ გჯერა, რომ ქვას შეეძლო ადამიანებისთვის შვილი გაეჩინა?!
-ამას ქვა კი არა, რწმენა აკეთებდა, შენ თავად თქვი, ოღონდ ნამდვილად უნდა დაგეჯერებინა, რომ ქვას ეს შეეძლო და მაშინ ნებისმიერი სურვილს აასრულებდაო! ასეთი „ქვები“ დღემდე არსებობს და ამას ჩვენ ენაზე რწმენა ჰქვია. „რწმენით მთებსაც კი გადადგამო“, ამბობენ ჩვენთან. რწმენაა ის, რაც ადამიანებს შვილებს აჩენინებს, ოჯახს აქმნევინებს, ყველანაირ განსაცდელს აძლევინებს და სანაცვლოდ არაფერს მოითხოვს! რწმენა სანცვლოდ მხოლოდ რწმენას მოითხოვს! თუ კი რწმენა სანაცვლოდ რაღაცას გთხოვს, არც ისეთი წმინდა ყოფილა მაშინ. ეს ადამიანებს გვიყვარს ერთმანეთისთვის სანცვლოდ რამის თხოვნა. რწმენა უფასო და უსასყიდლო უნდა იყოს! და თქვენი ქვა თუ ითხოვდა დახმარების სანაცვლოდ რამეს?
მოხუცი ჰაშიშის თრობამაც კი გაუარა, ისე აღშფოთდა: მე მგონი ბევრი მოგაწევინე და ვეღარ აზროვნებ! უსასყიდლოდ არაფერი ხდება! ქვა რათქმაუნდა არ ითხოვდა არაფერს ადამიანებისგან. განა შეეძლო ქვას მოეთხოვა რამე?! მას ხომ ენა არ აქვს? ეს ადამიანები ითხოვდნენ მისგან დახმარებას და სანაცვლოდ რათქმაუნდა სწირავდნენ ცხოველებს, სურსათს, ოქროს, ფულს, ადამიანებსაც კი! ხო ასე, ამდგარან და ადამიანების სისხლი შეუწირიათ! ადრე სჯეროდათ, რომ ქვას სისხლი სჭირდებოდა! შემდეგ, ადამიანებს აღარ სწირავდნენ, თუმცა სხვა რელიგიის ადამიანის შეწირვა, ნამდვილად შეიძლებოდა. აი მაგალითად შენ, ადრე აუცილებლად დაგკლავდნენ და შეგწირავდნენ ამ ქვას ჩემი წინაპრები! - მოხუცთან ისევ მოვიდა ჰაშიშის ძალა და გულიანად გადაიხარხარა.
აი, ხომ ხედავ, აღიარებ, რომ ქვას განა შეეძლოო რამის მოთხოვნა? ეს ადამიანები სწირავნდენ თავად ერთმანეთის სისხლს და ამას ქვას აბრალებდნენ! ხვდები? მაშინ რა საჭიროა ის ქვა, რომელსაც ერთმანეთის სისხლი უნდა შევწიროთ?!
ეს ადამიანები, ისევ ადამიანები ვითხოვთ ერთმანეთის სისხლს და ამას ხან ქვას, ხან ღმერთს ვაბრალებთ! არცერთი ღმერთი არ გვთხოვს სინამდვილეში სისხლს! ეს ჩვენ, ჩვენ არ შეგვიძლია უსისხლოდ ცხოვრება! ჩვენ მოვაწყვეთ ჯვაროსნული ომები, თუმცა არც თქვენ იყავით ანგელოზები! ჩვენ ვხოცავდით ბავშვებს, ვწვავდით ადამიანებს კოცონზე და ამას ღმერთის სახელით ვაკეთებდით! როდემდე? ოცდაერთი საუკუნე გვადგას თავზე მოუსყიდავი ჯალათივით, ის გვამხელს ჩვენ მკვლელობაში, სისხლში და კიდევ უფრო მეტ მკვლელობაში! კიდევ უფრო მეტ სისხლში! ქვას სჭირდებოდა ესეიგი სისხლი, რომ ჩვენ ბავშვის გაჩენაში დაგვხმარებოდა ხომ? ამაზე მეტი სისულელე შეიძლება მოიგონოს კაცმა? და საინტერესოა ისაა, რომ სჯეროდათ და ისევ სჯერათ! აი ასე კლავდნენ ადამიანებს და სისხლს ქვას ასმევდნენ! ახლა, საინტერესოა, ოცდაერთი საუკუნის სისხლმა, ჰიტლერმა, სტალინმა, კალიგულამ, ჩინგიზ ხანმა, მათმა დაღვრილმა სისხლმა, საინტერესოა თუ შეცვალა რამე?! თუ აღარ სჯერათ სისხლისმსმელი ქვის, საინტერესოა?! თუ აღარ კლავენ ადამიანებს და ამას ღმერთს აღარ აბრალებენ? ან, რომელი ღმერთი ვერ გაძღა ამდენი სისხლით?! კიდევ ვიმეორებ, რომ ეს ჩვენ, ადამიანები ვერ გავძეხით სისხლით, არაფერ შუაშია ქვა, ის თავისთვის დევს!

... გაგრძელება იქნება ...

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

პ.ს. წიგნი ტერორიზმის წინააღმდეგ იწერება და იდეაში ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრეს ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. თუმცა არ ვიცი, ნაწერი ისე წამივიდა, ტერორისტებს და ინკვიზიციას თუ გადავურჩი, კარგი იქნება. :) ))

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1010 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ტერორისტები, siskhli, terori, teroristebi, სისხლი, ტერორი, terorizmi, ტერორისმი, kote kirvalidze, კოტე კირვალიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 gia  
0 Spam
seriozulia, kochag

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...