გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » მარტი » 25 » კოტე კირვალიძე - ბოროტების სამსახურში!
2:07 PM
კოტე კირვალიძე - ბოროტების სამსახურში!






ცხოვრებიდან მოდის ხელოვნება თუ ცხოვრება მოდის ხელოვნებიდან? ერთი მეორეს არ გამორიცხავს, მაგრამ მაგალითად, ამერიკული კინოები, ან სხვა მსგავსი ფილმები ავიღოთ. მთელი კინო "ვბალეშჩიკობთ", ვგულშემატკივრობთ გმირს, რომელმაც 47 კაცი უნდა დახოცოს! ხერხემალში გადაამტვრიოს! კოჭები დაუხვრიტოს! მერე რა, რომ იმ 47 კაციდან, 20 უდანაშაულოა? ჩვენ მაინც გვიხარია, რომ მთავარი გმირი იმარჯვებს! მერე რა, რომ 100 მანქანა აფეთქდა, რომლის პატრონებიც არაფერ შუაში იყვნენ ამ ამბავთან? მთავარია, რომ გმირმა გაიმარჯვა! ამით ხომ ჩვეულებრივი ამბავი ხდება ჩვენთვის მკვლელობა, ძალადობა, დამპლობა, ნგრევა და თუნდაც ტერორიზმი? იქნებ, სწორედ ხელოვნება, ფილმები, წიგნები ჰკარნახობენ ადამიანებს მათივე ცხოვრების წესს?! ნარკომანიაც რომ ფილმებმა უკარნახეს ბევრს, ეს პირადად მინახავს და გამომიცდია, რამხელა გავლენას ახდენს მოზარდზე და თუნდაც ზრდასრულზე ფილმები და ზოგადად ხელოვნება. იქნებ, სწორედ ხელოვანი ხალხია დამნაშავე ბევრ რამეში? (ტერორიზმში ხელოვნებას ვერ დავადანაშაულებ, ამაში რელიგიას და მის ქურუმებს მიუძღვის დიდი როლი). ამიტომ, თუ კი ხელოვნებას შეუძლია ცუდი გავლენა მოახდინოს ადამიანებზე, კარგიც ხომ შეუძლია?! არცერთი საქმე, რომელიც არ ემსახურება სიკეთეს, არ იმსახურებს პატივისცემას და უნდა დაიგმოს! არაფერში მჭირდება მე თქვენი ნიჭი, ჰიტლერის მეცნიერებიც ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ ბოროტების მეტი არაფერი შეუქმნიათ! ნუ გავხდებით იარაღები ბოროტებისა და სისტემის ხელში! (ეს ერთი და იგივეა!) ნუ მოვემსახურებით ბოროტებას, ეს ხომ არც ისე ძნელია? სჯობს იყო "უმუშევარი" და შენთვის შექმნა რამე, ვიდრე ემსახურო თავადაც არ იცოდე რას და გამოგდიოდეს ბოროტების სამსახური!

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1037 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კოტე კირვალიძე, samsakhuri, boroteba, kote kirvalidze, umushevroba, terorizmi, danashauli, mkvleloba, khelovneba, dzaladoba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...