გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » მარტი » 25 » Robbie Williams In Tbilisi / კულტურის სამინისტრო რობი უილიამსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
3:42 PM
Robbie Williams In Tbilisi / კულტურის სამინისტრო რობი უილიამსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს






საქართველოს კულტურის სამინისტრო ინგლისელ მომღერალ რობი უილიამსთან თბილისში ან ბათუმში ვიზიტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინა კობახიძე წერს:

"რობი უილიამსთან, ისევე როგორც სხვა ბევრ ვარსკვლავთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თბილისსა და ბათუმში კონცერტების გასამართად (ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად) აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში კულტურის სამინისტრო გააკეთებს განცხადებას".

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ უმაღლესი კლასის არტისტების ჩამოსაყვანად რესურსები გამოიყოფა:

"განვიხილავთ [კულტურის] სამინისტროსთვის რესურსების გამოყოფის თემას, რომელიც ტურიზმის წახალისებას ისახავს მიზნად. ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით კულტურული ღონისძიებების სერიების დაფინანსება, რომელიც გულისხმობს საქართველოში უმაღლესი კლასის არტისტების ჩამოყვანას და მათი და ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კულტურული ღონისძიებების გამართვას".

რობი უილიამსს 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული მსოფლიოს მასშტაბით. მას მოგებული აქვს 17 ბრიტანული ჯილდო (BRIT awards) და 7 ჯილდო (Echo Awards) გერმანული მუსიკის ინდუსტრიიდან.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 981 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: რობი უილიამსი, საზოგადოება, მსოფლიო, კულტურის სამინისტრო, robbie williams in tbilisi, რობი უილიამსი თბილისში, არტი, მუსიკა, საქართველო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...