3:49 PM
თბილისში ახალი საბურგერე გაიხსნა / tbilisshi akhali saburgere gaikhsna
www.auf.ge -
მიმდინარე თვის დასაწყისში თბილისში ფალიაშვილის ქუჩა #2-ში ახალი საბურგერე Mugsy’s Burgers გაიხსნა. სწრაფი კვების პროდუქტები ქართული ნედლეულითაა მომზადებული.

„მაგსის ბურგერის“ თანამშრომლების თქმით, ბურგერები ყოველდღე ახალი და უკონცენტრატო პროდუქტებით მზადდება:

„ხორცს ვიღებთ ყოველდღიურად ახალს, სპეციალურად ვარჩევთ უკუნთო და უქონო ნაჭრებს. შემდეგ კი ამ ხორცს ადგილზე ვამუშავებთ. პური ცხვება უმაღლესი ხარისხის პროდუქტებით, და ყოველდღიურად ახალი გვაქვს. ასევე ბოსტნეულიც ყოველ დილით ჩვენი ხელით მოგვაქვს ბაზრიდან. შესაბამისად გასინჯვისთანავე ეტყობა, რომ ყველაფერი ახალი და გაუყინავია. კონკურენტულ უპირატესობას რაც შეეხება, ეს არის ფასი - ქალაქში ბურგერის საშუალო ღირებულება 9 ლარია, ჩვენთან კი - სტანდარტული ბურგერი 4.9 ლარი ღირს; ორმაგი ბურგერი 6.9 ლარი; კარტოფილი ფრი კი 2.5 ლარი. მომხმარებლებიც კმაყოფილები არიან და ჩვენც სიხარულით ვემსახურებით მათ“.

ბურგერების შემადგენლობაშია: პური სეზამის მარცვლებით, ყველი ჩედარი, საქონლის რბილი ნაწილის ხორცისგან ადგილზე დამზადებული კოტლეტი, პომიდორი, ხახვი, სალათის ფურცელი და მაგსის საფირმო სოუსი.

„მაგსის ბურგერის“ თანამშრომლებმა გაგვიმხილეს, რომ უახლოეს მომავალში ახალ აქციებს გეგმავენ, რომლებსაც საზოგადოება მათი ფეისბუქის გვერდიდან შეიტყობს.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1019 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: საზოგადოება, ახალი პროდუქტი, kveba, თბილისი, ბურგერი, saqartvelo, Mugsy’s Burgers, საბურგერე, ბიზნესი, საქართველო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]