8:09 AM
Damien Rice In Tbilisi / დემიენ რაისი Tbilisi Open Air-ზე იმღერებს
www.auf.ge -
ირლანდიელი მომღერალი დემიენ რაისი თბილისში ჩამოდის. ამის შესახებ მუსიკოსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ტურნეშია დაანონსებული.

დემიენ რაისი საქართველოს Tbilisi Open Air-ის ფარგლებში გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე ეწვევა და ქართველ მსმენელს თავისი სიმღერებით 31 ივლისს დაატკბობს.

დემიენ რაისმა მუსიკალური კარიერა 1990 წელს, 17 წლის ასაკში, როკ-ბენდ Juniper-ში დაიწყო. 11 წლის შემდეგ მან დატოვა ჯგუფი და მოღვაწეობა სოლო კარიერაში განაგრძო. ის უკრავს დასარტყამ ინსტრუმენტებზე, როიალზე, გიტარასა და კლარნეტზე.

2002 წელს მისმა პირველმა სოლო-ალბომმა O-მ ბრიტანულ მუსიკალურ ჩარტების ათეულში მე-8 ადგილი მოიპოვა. ამ ალბომშია შესული რაისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა The Blower's Daughter, რომელიც 2014 წელს მაიკ ნიკოლსის ფილმის Closer-ის საუნდტრეკი იყო.

დემიენ რაისს კიდევ ორი ალბომი აქვს: 9 (2006 წელი) და My Favourite Faded Fantasy (2014).

დღეს დედაენის ბაღში (კაფე NAUKA-ში) გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც შეიტყობთ Tbilisi Open Air 2016-ის სრულ ლაინაფს, ახალ ლოკაციას, თარიღებს და ყველა სხვა მნიშვნელოვან დეტალს.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1005 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: დემიენ რეისი, საზოგადოება, არტი, მუსიკა, საქართველო, Tbilisi Open Air, Tbilisi Open Air 2016, damien rice in tbilisi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]