7:20 AM
მწერალ კოტე კირვალიძის თქმით, ნარკოტესტირებაზე უარის გამო პოლიციელებმა სცემეს
www.auf.ge -
მწერალ კოტე კირვალიძის თქმით, 4 მაისს მას და მის მეუღლეს რუსთავში პოლიციელებმა იმის გამო სცემეს, რომ უარი განაცხადა, ნარკოტესტირებისთვის შარდის ანალიზი ჩაებარებინა.

კოტე კირვალიძის თქმით, იგი და მის მეუღლე მეგობრებთან ერთად სეირნობდნენ ქუჩაში, როცა მათთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული რამდენიმე ადამიანი პოლიციის მანქანით მივიდა და მოსთხოვა, რომ ყველანი განყოფილებაში წაყოლოდნენ.

კირვალიძე ამბობს, რომ იძულებული გახდნენ დაყოლოდნენ მათ მოთხოვნას და განყოფილებაში ორსაათიანი ლოდინის შემდეგ გადაიყვანეს ნარკოლოგიურში. მან უარი განაცხადა შარდის ანალიზის ჩაბარებაზე და პოლიციელებს განუმარტა, რომ ამის საშუალებას კონსტიტუციის 42-ე მუხლი აძლევდა.

“ნარკოლოგიურის ტუალეტში იძულებით შეყვანის შემდეგ, როდესაც პირველად მცემეს, მივხდი რომ უფლებებზე საუბარს აზრი არ ჰქონდა და განვუცხადე, რომ ვერ ვახერხებდი ფიზიკურდ მოშარდვას, ცუდად ვიყავი და არ მინდოდა, არ მეფსებოდა (უკაცრავად ამ სიტყვაზე). მაიძულეს წყლის დალევა, თან მცემდნენ, მირტყამდნენ ძირითადად თავში. რამდენჯერმე ჩავიკეცე. დამამცირებელი მოპყრობა იყო ჩემი მეუღლის მიმართაც და ირონიული შეძახილები. ზოგდად, უკვე დამამცირებელი მოპყრობაა, როცა ადამიანი გადაგყავს იძულებით და აიძულებ მოშარდოს. ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ, თორემ წარსულშიც არაერთხელ გადავუყვანივარ ანალოგიურ შემოწმებაზე, მაგრამ ამხელა ამბავი არ მოჰყოლია”, – ამბობს კირვალიძე.

მისი თქმით, პოლიციელები, რომლებიც ძალადობდნენ, გარდაბნის სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ და ერთ-ერთის გვარია სურმავა. კირვალიძე ამბობს, რომ იგი რამდენიმე საათით საავადმყოფოშიც იყო.

მწერლის თქმით, მისი ყვირილი, თუ რატომ ურტყამდენენ, ესმოდა მის მეუღლესაც ღია ფანჯრიდან, რის შემდეგაც იგი სტრესში და შიშშია ჩავარდნილი.

“მინდა ვცხოვრობდე ნორმალურ, ადამიანურ ქვეყანაში, სადაც პოლიციელები არ ესხმიან თავს მშვიდობიან მოქალაქეებს, თუნდაც ჰქონდეთ ეჭვი, რომ მათ ტყეში სიერნობისას პლანი მოწიეს. ქვეყანაში, სადაც ადამიანებს არ დაამცირებენ, არ აიძულებენ მოშარდვას და ამისთვის ცემით არ მოკლავენ. სადაც მარიხუანის მოხმარებისთვის აღარ მისცემენ ადამიანებს 11 წელს და არ ჩამოახრჩობენ! ამიტომაც გავახმაურე ეს ფაქტი, მე მინდა რომ პოლიციის დანახვაზე ჩემს მეუღლეს არ ეშინოდეს, როცა მას ცხოვრებაში არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი”, – ამბობს კირვალიძე.

“ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ისინი არ ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ პილიციელებმა კირვალიძეს სცემეს და, შესაბამისად, არც შსს-ს გენინსპექცია იძიებს ამ საკითხს.

პოლიციის ცნობით, კოტე კირვალიძე და მისი მეგობარი სასამართლომ დააჯარიმა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1092 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: mtscerali, კოტე კირვალიძე, kote kirvalidze, გამოძიება, narkopolitika, პოლიცია, gamodzieba, ნარკოპოლიტიკა, Policia, მწერალი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]