8:05 AM
ჰონგ-კონგის მათემატიკის ოლიმპიადაზე საქართველოს ელენე ყარანგოზიშვილი წარადგენს
www.auf.ge -
"13 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ინტერესებს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ჰონგ-კონგში გოგო დაიცავს" - ინფორმაციას კომაროვის სკოლა ავრცელებს.

ერთადერთი გოგონა, რომელიც 2003 წლის შემდეგ პირველად მოხვდა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდში, ელენე ყარანგოზიშვილია, ის ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა.

მათემატიკის 2016 წლის 57-ე საერთაშორისო ოლიმპიადა 6-16 ივლისს ჩინეთში, ჰონგ-კონგში გაიმართება. მასში საქართველოდან 6 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინფორმაციით, მათემატიკის 2016 წლის 57-ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის შერჩეული მოსწავლეების რეიტინგული სია ასე გამოიყურება:

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში, ელენემ, 2 ქართველ გოგონასთან, ერთად ევროპის მათემატიკის მეხუთე ოლიმპიადაზე საპრიზო ადგილი დაიკავა. კომაროვის სკოლის ინფორმაციით, რუმინეთში გამართულ მათემატიკის ოლიმპიადაში, რომელზეც საქართველოს გოგონათა ნაკრებმა წელს პირველად მიიღო მონაწილეობა, ელენე ყარანგოზიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 900 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მეცნიერება, elene karangoshvili, მათემატიკის ოლიმპიადა, კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკ, საქართველო, ჰონგ-კონგი, ელენე ყარანგოზიშვილი, Matematica | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]