8:16 AM
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრებს ორსართულიანი მატარებლები მოემსახურება / tbilisi-batumis mimartulebit mgzavrebs orsartuliani matareble
www.auf.ge -
2016 წლის ივლისის ბოლოდან საქართველოს რკინიგზა ორსართულიან, შვეიცარიულ მატარებლებს შემოიყვანს. რკინიგზის ინფორმაციით, მატარებლები თბილისი-ბათუმის რეისზე დაინიშნება. მგზავრობის გაძვირება არ იგეგმება:

"ოთხი ახალი მატარებელი საჭირო ყველა თანამედროვე მოწყობილობით, ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტებთან. ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე".

საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის ინფორმაციით, შვეიცარიულ კომპანიას საქართველოს რკინიგზის სისტემაზე მორგებული 4 მატარებელი შეუკვეთეს, რომელთა ღირებულება, ჯამში, დაახლოებით 40 მილიონი ევროა. იგეგმება რკინიგზის იმ თანამშრომლების საზღვარგარეთ გადამზადებაც, რომლებიც აღნიშნულ მატარებლებს მოემსახურებიან.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1281 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: batumi, თბილისი, ბათუმი, saqartvelos rkinigza, საქართველო, ორსართულიანი მატარებელი, საქართველოს რკინიგზა, საზოგადოება, Tbilisi, მოგზაურობა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]