გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » მაისი » 24 » 10 წლის ჰაკერი ბიჭუნას წერილი, რომელიც Facebook-მა დააჯილდოვა
11:25 PM
10 წლის ჰაკერი ბიჭუნას წერილი, რომელიც Facebook-მა დააჯილდოვა






რამდენიმე დღის წინ ფეისბუქმა დააჯილდოვა 10 წლის ფინელი ბიჭი, სახელად ჯანი. მან ინსტაგრამს პროგრამული ნაკლი უპოვა, რომლითაც სხვისი კომენტარების წაშლა შეეძლო.

ჯანმა აღმოჩენის შესახებ ფეისბუქს მისწერა და კომპანიისგან საჩუქრად 10 ათასი აშშ დოლარი მიიღო.

ამერიკულმა მედიაგამომცემლობებმა ახალგაზრდა ჰაკერისგან წერილი მიიღეს, სადაც ის თავის სხვა აღმოჩენებზე საუბრობს. წერილის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:

"მოგესალმებით ინტერნეტმომხმარებელო უფროსებო, მე ჯანი ვარ. გენიოსი, რომელსაც თქვენზე უკეთ ესმის კომპიუტერის. მინდა ამ წერილში ფეისბუქს მადლობა გადავუხადო იმ ჯილდოსთვის, რაც გამომიგზავნა. ამ თანხით საკუთარი თავს საუკეთესო დაბადების დღის წვეულებას მოვუწყობ.

მე სხვა რამდენიმე პროგრამული დეფექტები მაქვს აღმოჩენილი და თითოეული მათგანისთვის 10 ათას დოლარს ვითხოვ:

თამაშების საიტ PlayStation-ს აქვს დეფექტი, რომელიც ღამით დედაჩემს თამაშების გათიშვის საშუალებას აძლევს;
მის შნაიდერის მცდელობის მიუხედავად, სკოლის ბიბლიოთეკის კომპიუტერში AddictingGames-ის ჩართვას ვახერხებ;
ასევე თამაშების საიტ Madden-ს აქვს ნაკლი, რომელიც მე საშუალებას არ მაძლევს 10 წლის მოთამაშეებისგან შევქმნა გუნდი, რომელიც წლის ჯილდოს მოიპოვებს;
დაუცველია Facebook-ც. ის საშუალებას არ აძლევს გოგონებს, რომლებიც მე მომწონს, ჩემი სტატუსები მოიწონონ;
როდესაც მშობლები ჩემს ოთახში მაგზავნიან აიპადზე სათამაშოდ, ამის შემდეგ მუდამ კამათს იწყებენ. მგონი ამ ყველაფერს iPad-ს სიგნალები იწვევს;
დიდი პრობლემები აქვს YouTube-ს. ის მაინკრაფტიდან ამოჭრილ ჩემი თამაშების ვიდეოებს მილიონობით ნახვის მოპოვების საშუალებას არ აძლევს;
The Laser Tag ეხმარება ჩემს უფროს ძმას მომერიოს;
რესტორან Buffalo Wild Wings-ში სტუმრობისას, აღმოვჩინე რომ, კროსვორდში, რომელიც საბავშვო მენიუს მოყვება, უამრავი შეცდომაა დაშვებული;
Squarespace-ს გვერდზე ვიპოვე შეცდომა, რომელიც საშუალებას მაძლევს ჩემი გუნდის ქულები ყოველ სეზონზე გავაუმჯობესო.

P.S. მე ასევე გავტეხე პრეზიდენტ ობამას პირადი მობილური, რომელიც უამრავი ელექტრონული წერილით იყო სავსე, თუმცა იქ Avengers-ის ახალ ფილმზე არაფერი იყო ნახსენები, ასე რომ დიდად საინტერესოდ არ ჩავთვალე.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 884 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: videotamashebi, ვიდეო თამაშები, ფეისბუქი, bavshvebi, feisbuqi, ბავშვები, ინსტაგრამი, iumori, იუმორი, instagrami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...