გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » მაისი » 25 » ალბათ მონატრება / albat monatreba
10:01 AM
ალბათ მონატრება / albat monatreba






და რადგან მე გაფრენა არ შემიძლია, რადგან ამის დრო ჯერ არ დამდგარა...
ვზივარ ძველი, ნაცრისფერი ოთახის ბნელ კუთხეში, მიუსვლელ კუთხეში და ვებრძვი...
ვებრძვი სიცივეს, რომელიც მამცირებს, გამალებით მირტყამს ყინვისფერი ხელებით სახეში, მიმაგდებს ნესტიან კუთხეში დასჯილი ბავშვივით და გათოშილ სხეულს ერთ მწიკვ სითბოსაც არ მოაბნევს.
თან ისე ხმამაღლა იცინის, ისე შემზარავად დამჩხავის, შიშის კანკალი ამიტაცებს და ფართხალს ვიწყებ ჰაერნაყლაპი თევზივით.
და ნუ გგონიათ, რომ კმაყოფილია ნახევრადმკვდარი მიგდებული გვამით.
არა!
სულში შემოდის...
ისეთ მწარე გრძნობას უშვებს ძარღვებში, ბრძოლას ცრემლებთანაც მაწყებინებს.
ვიბრძვი... ვიბრძვი ავიტანო აწითლებულ კანზე, ამობრცულ მილებში შემძვრალი საზიზღარი, მომწამლავი ნაფეხურები, მთელს ძარღვებში რომ
უდარდელად აივლიან და ჩაივლიან...
ადიან...
ჩადიან...
და გულს რომ ფეხს გაკრავენ ყელში ჩერდებიან.
ხოდა აქ უსუსური - მე ვეღარ ვიბრძვი.
მოვიდრიკები და ერთი... ორი... სამი...
ერთი... ორი... სამი მღვრიე წვეთი ცვივა იმ ნატანჯ თვალებიდან ახლა რომ მხოლოდ სიბნელეს ხედავენ. იმ წამწამებმიყინული თვალებიდან მზის სითბო რომ ჩაუკლავს მისთვის სიცივეს. იმ მიტოვებული თვალებიდან, შემოდგომამ რომ ზამთარს გადააბარა თითქოს წვრთნა აკლდეს.
ახლა ვეღარ ვიბრძვი...
ცივ იატაკზე მინაბული ოთახის მეორე კუთხეს ვუყურებ და იქაც ჩემსავით, ვიღაცას მიუგდია , მარტოსული, მოსაცმელს მიმსგავსებული ძველი ქსოვილი.
გათოშილი თითებით მოვიცვი და დავიკარგე მის შეუცნობელ სურნელში...
მწარე მონატრება უკვე ძარღვებიდან ამოხეთქვას ცდილობს, რომ გააღწიოს, წამორეკოს, და დაეშვას, როგორც მღვრიე მდინარე.
სიცივისგან მოკეცილი თავჩახრილი ვიმალები მის მოსაცმელში.
ვემალები დროს და მაინც ვითვლი.
ერთი... ორი... სამი...
მეტი...
უფრო მეტი დღე...

იმ სიბნელეში გაცილებით ლამაზია სამყაროს წარმოსახვა.
იმ სიცივეში გაცილებით სანატრელია ერთი ცალი მზის სხივის წაღუტუნება სხეულზე.
იმ მონატრებაში გაცილებით ძვირფასია ლოდინი.

ახლა თბილა.
მე სავარძელში ვზივარ.
რა მჭიდროდ შემომხვევია ეს ყელსახვევი, შენი ხელების სახით.
და რადგან მე გაფრენა არ შემიძლია, რადგან ამის დრო ჯერ არ დამდგარა...
თვალებს დავხუჭავ ყველა ყინვის დროს, შევისისხლხორცებ მზის ნაპერწკალებს და...
ერთი... ორი... სამი...
გულის ფეთქვას დავუგდებ ყურს.
ჯერ შენსას, მერე ჩემსას, მერე უკვე შერწყმულ რიტმს.
და დამეძინება.
ახლა უკვე თბილად.
მაინც ჩვეულ სურნელში.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 995 | დაამატა: danelia_mariam | ტეგები: siyvaruli, monatreba, ადამიანი, სიყვარული, sikvaruli, მოთხრობა პროზა, მენატრება, menatreba, adamiani, მონატრება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...