გამოვიდა დისნეის Beauty and the Beast-ის პირველი თრეილერი ემა უოტსონის მონაწილეობით
კლასიკად ქცეული ზღაპრის, რომელიც ურჩხულად ქცეული პრინცისა და ახალგაზრდა ქალის სიყვარულის ამბავს ყვება, ადაპტირებული ვერსია კინო-თეატრებში 2017 წლის 17 მარტს გამოვა, თუმცა მისი თრეილერის ნახვა უკვე შეგიძლიათ.
"ურჩხული და მზეთუნახავის" ახალ ფილმში ემა უოტსონი მონაწილეობს. დისნეიმ თრეილერის ზომით არც ისე ბევრის გაგების საშუალება მოგვცა, თუმცა შთაბეჭდილება გვრჩება რომ იდუმალი ისტორიის მართლაც შთამბეჭდავ რიმეიქთან გვაქვს საქმე.