10:20 AM საქართველოში ევროპის დღეები დაიწყო / saqartveloshi evropis dgheebi daitscko | ||||||||||||
ევროპულ დღეებზე მისული მოქალაქეები ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესახებ მრავალფეროვანი ინფორმაციას მიიღებას და ევროპული სამზარეულოს დააგემოვნებას შეძლებენ. ამის გარდა, იმართება თეატრალური და მუსიკალური წარმოდგენები, თბილისის ზოოპარკის შოუ, საბავშვო თამაშები და კონკურსებ. ევროსოფელთან მისვლა შეიძლება მშვიდობის ხიდის და ევროპის სკვერის მხრიდან. ორივე შესასვლელთან საინფორმაციო კუთხეებია განლაგებული. 8 მაისს ღონისძიებას ღია ცის ქვეშ გამარული საზეიმო კონცერტი დაასრულებს, სადაც მონაწილეობენ: ნინა სუბლატი; ელდრაინი; ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები"; ნიუტონი; ირინა თაბორიძე; პიერო მაცოკეტი. ევროსოფელი ღამის 10-ს ნახევრამდე იქნება ღია. ევროკავშირის წევრი ქვეყნების კუთხეები თბილისში ამ რუკის მიხედვითაა განლაგებული, სადაც კონკრეტული ქვეყნების მიერ საქართველოში განხორციელებულ პროგრამებზე გაიგებთ და სადეგუსტაციო კუთხეში ისიამოვნებთ კონცერტზე დასწრება უფასოა. ევროპის დღეები მთელი მაისის განმავლობაში გაგრძელდება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ჩატარდება. ევროპის დღეებთან დაკავშირებით თბილისში ტროტუარები ღონისძიების ამსახველი ლოგოებითაა მორთული. მიმაგრება: სურათი 1
|
|