10:59 AM პორტლენდი - ორეგონში მარიხუანის ბაზარი ათასობით სამუშაო ადგილს აჩენს / portlendi oreganshi marixuanis bazari atasobit samushao adgils achens | ||||||||||||
კვლევის ინფორმაციით, 2016 წელს, კანაბისის სფეროში მომუშავე ადამიანები ჯამში ხელფასად 46 მილიონ დოლარს აიღებენ. შესადარებლად, ორეგონის ლუდის, ღვინის და ალკოჰოლური სასმელების სექტორი 2015 წელს ჯამში 1450 ადამიანს ასაქმებდა და ჯამში 28 მილიონ დოლარ ხელფასს გასცემდა. გარდა სამუშაო ადგილებისა, ანგარიშში კანაბისის ინდუსტრიის პოტენციური გავლენაცაა შეფასებული. გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბაზარი იმაზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ანგარიშის ერთ-ერთი ავტორის, ბო უიტნის თქმით, კანაბისის სფეროში მომუშავეთა ხელფასებს ასობით მილიონის ეკონომიკური გავლენა ექნება: "როდესაც ისინი ამ ფულის ხარჯვას დაიწყებენ, ეს ე.წ. ტალღურ ეფექტს გამოიწვევს შტატის ეკონომიკაში". დოკუმენტი 2017 წლის პროგნოზსაც აკეთებს, სადაც ნავარაუდევია, რომ ამ წლის ბოლომდე, მარიხუანის ინდუსტრია 27 პროცენტით მეტ სამუშაო ადგილს შექმნის და საერთო ეკონომიკური ეფექტი 196 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. მიმაგრება: სურათი 1
|
|