7:18 AM
ყიყლიყო ერთი ჭიქა რძით / kikliko erti chiqa rdzit
www.auf.ge -
თითქმის ყოველი დღე ჩემს ცხოვრებაში ქუჩიდან გაგონილი ყვირილით „მაწონი, რძე, მალაკო“ იწყება რომელიც მაღვიძებს. ვდგები. პირ დაუბანელი ჩავდივარ ეზოში. ვყიდულობ რძეს, რამდენიმე სოფლის კვერცხს მაღაზიაში და ვბრუნდები სახლში. ვიხდი ტანზე და ისევ ლოგინში ვწვები, რადგან წუხანდელი გათენებული ღამის გამო უძილობა მკლავს. როცა ოჯახისწევრები სამსახურში წასასვლელად ემზადებიან მათი ხმაური მაღვიძებს, ვდგები და ტუალეტიდან პირდაპირ სამზარეულოში გავდივარ. ვიღებ კვერცხს. ვთქვეფ ღრმა თეფშში. პურს ვაწობ და ვდებ ორ ნაჭერ კვერცხიან პურს ცხელ ტაფაზე. შემდეგ გამზადებული საუზმით ვჯდები მაგიდასთან, მივირთმევ გემრიელ ყიყლიყოს, ვაყოლებ ერთ ჭიქა რძეს და ვფიქრობ: საიდან, როგორ მოაღწია რძემ და სამიოდე კვერცხმა რომ ჩემი დილის განუყრელი საკვები ყოფილიყო?

სოფელში ცხოვრება ყოველთვის ასეთი წარმომედგინა: ბებიები შვილიშვილებს ღუმელთან დამჯდარი ზღაპრებს უკითხავენ, ერთად აკეთებენ შემოდგომით ჩურჩხელას. ყოველი დილა კი ბებიას გამომცხვარი კექსით იწყებოა, მთელი ოჯახი რომ შემოუჯდება მაგიდას და ძველი ამბების გახსენების ფონზე მიირთმევენ კექსს, თან აყოლებენ მარწყვის კომპოტს. შემდეგ ბებია წინდების მოსაქსოვად ჯდება, სანამ შვილიშვილი სკოლიდან დაბრუნდებოდეს. მოსწავლის დაბრუნების შემდეგ ეხმარება გაკვეთილების მომზადებაში, თავისუფალ დროს კი უზიარებს თავისი დიდი ბებიის რეცეპტს, რომელიც თაობას უნდა გადასცდეს და არ დაიკარგოს, რადგან მისი ბებია ყველაზე გემრიელ კერძებს ამზადებდა.

ერთი დღისით, როცა ყიყლიყო მივირთვი და მსუყე რძე დავაყოლე, ჩავალაგე ერთი ხელი ტანსაცმელი და წავედი სოფელში. სოფელს ნუკრიანი ქვია. მივადეგი ერთ ოჯახს, ვისთან შეხვედრის საშუალებაც საერთაშორისო ორგანიზაციამ „ოქსფამი“ მომცა. ოჯახის დიასახლისს სახელად მარინა ერქვა. ის ღიმილით დამხვდა და შემიპატიჟა სახლში. ერთი დღე ვიცხოვრე ფერმერ მაშიკოსთან. ის 59 წლის ქალბატონია, აქვს ფერმა, ფერმაში კი უამრავი ცხოველი და ფრინველი.

მისი ოჯახის ისტორია, საბჭოთა კავშირის ჭუჭყიან დროსთან არის დაკავშირებული, როცა მისი დედა პატარა გოგონათი ციმბირში გადაასახლეს. გადასახლების მიზეზი კი დღემდე ვერ გაურკვევიათ. ალბათ მამამისია დამნაშავე. ის კოლმეურნეობის ცხვარს მწყემსავდა და ალბათ მარჯვნივ გამწყემსვის ნაცვლად მარცხნივ გამწყემსა. ციმბირში მატარებლით ჩაყავდათ მაშიკოს დედა თავის შვილთან ერთად, როცა მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა და საზეიმო გამარჯვების აღნიშვნის დროს გამოიპარნენ მატარებლიდან.

მაშიკო სკოლის დამთავრების შემდეგ, ფიზიკის ფაკულტეტზე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა და მიიღო განათლება. შემდეგ რუსთავში ცხოვრობდა ახალ დაოჯახებულ მეუღლესთან ერთად და მუშაობდა ახლო მდებარე სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად. 1987 წელს, როცა გაუსაძლისი გახდა მათი ცხოვრება რუსთავში, რისი მიზეზიც გაუფასურებული „მანეთით“ საკვების ყიდვის შეუძლებლობა გახლდათ. დედამისთან სოფელში გადაცხოვრდნენ, იმ დედასთან, რომელიც ციმბირში გადაასახლეს თავის შვილთან ერთად მეუღლის გარეშე.

რამდენიმე წლის შემდეგ მაშიკომ ფერმის მოშენებისთვის ფულის დაგროვება დაიწყო. ყიდულობდა ზეთს, მიქონდა ბათუმში და ბევრი პრობლემებისდამიუხედავად რასაც მილიცია უქმნიდა და ჯიბგირები, მაინც ყიდდა და არჩენდა დედასთან მიბარებულ 3 თვის ბიჭსა და მეუღლეს.

შემდეგ განვლო გაჭირვების წლებმა და ზეთის ყიდვით შეგროვებული ფულითა და დედამისის დახვედრებული ერთი ძროხით შექმნა ფერმა, სადაც დაახლოებით 40 ცხვარია, 30 ღორი, 25 საქონელი, ბევრი ქათამი და ბევრი ინდაური. ასევე შეიძინა ვენახისათვის მიწა და გააშენა ვაზი. მაშიკოს ფერმაში თითოეულ საქონელს, საკუთარი სახელი აქვს. გავიცანი ჩალა, თეთრო, ია, ნიბლია…

მარინას დილა სულაც არ იწყება და არ მთავრდება ისე, როგორიც წარმომედგინა სოფელში მცხოვრები ქალისა. დილით დგება 6 საათზე, ამზადებს საუზმეს და მიდის ფერმაში. აცილებს საქონელს, ცხვარს საძოვრად. უმზადებს ნობათს მწყემსებს, რომლებიც დასაქმებული ყავს და უხდის ხელფასს. მას სულ 5 ადამიანი ყავს დასაქმებული ფერმაში. ერთი მწყემსის ოჯახი, იქვე ფერმასთან ახლად აშენებულ სახლში იცხოვრებს რამდენიმე დღეში, როგორც კი დასრულდება სახლის შეღებვა და კეთილმოწყობა. მანამ კი ფერმაში მიდგმულ ოთახში აცხოვრებს 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. მაშიკომ ეს ოჯახი კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან ჩამოიყვანა. ისინი ძალიან გაჭირვებულები იყვნენ და მოწყალებაზე იყო დამოკიდებული დღეში ერთხელ გამოკვება. ახლა კი, მარინა მათ სახლითაც უზრუნველყოფს, საჭმელითაც, ყოველთვიური ხელფასით და ეხმარება 2 წლის ბავშვის გაზრდაშიც.

დღე საღორის დასუფთავებითს და ღორების კვებით გრძელდება. ღორებისა და სხვა ფრინველ/ცხოველის საკვებს იქვე ფერმასთან ახლოს მდებარე მიწაზე ამუშავებს თავისი მეუღლის დახმარებით. როცა საქმე იმდენი არ არის ფერმაში, რაც თითქმის ყოველ დღე, ის მწყემსავს ცხვრებსაც. დღის მიწურულს მაღაზიაში აბარებს კვერცხს, რძეს, მაწონს, ან ფერმაში მისულ ხალხზე ყიდის. საბოლოოდ მისი დღე ღამის 2 ან 3 საათზე სრულდება. საწოლისკენ მიმავალი, შემდეგი დღისთვის ფიქრობს – დასაწყისისთვის ჯერ საღორე დაასუფთაოს, შეადედოს მაწონი, მივიდეს საქათმეში, აჭამოს ძროხებს, წავიდეს გასამწყემსად, მოწველოს ძროხა თუ გასხლას ვენახი. ფაქტობრივად, ოჯახისთვის მას დროც არ რჩება, თუნდაც იმისთვის რომ თავის ვაჟს რამდენიმე სიტყვა უთხრას, რაიმეს მოყოლასა და ოჯახური იდილიის შექმნაზე ოცნებაც კი არ ღირს მისთვის.

იმისდამიუხედავად რომ ის ძალიან დაკავებულია და ძლიან იღლება, ამ საქმის მიტოვება არ სურს. თუ შემოთავაზება ექნება კვლავ დაუბრუნდება სკოლასა და თავის საყვარელ მოსწავლეებს, პარალელურად ფერმის საქმეებისა.

ვინ იცის, ალბათ რამდენჯერ მიჭამია მაშიკოს ხელით აღებული კვერცხი საქათმიდან, რომელიც ჩემს მაღაზიაში მოხვედრილა. ვინ იცის, რამდენჯერ მქონია მსგავსი აზრები სხვადასხვა საკითხების მიმართ. მე ხომ მეგონა, სოფელში ცხოვრება მხოლოდ მოსიყვარულე ბებიის, ან დედის მიერ ზღაპრების კითხვა, დიალობით გამომცხვარი კექსი, ჩემს ჭიქაში მოხვედრილი რძე, თეფშზე მოხვედრილი ყიყლიყოსთვის განკუთვნილი კვერცხი, უბრალოდ კვერცხი იყო, რომელიც ქათამმა დადო და ჩემი საუზმის განუყრელი ნაწილი გახდა წლების განმავლობაში. ახლა კი ვიცი, ერთი ჭიქა რძე და სამი კვერცხი უამრავი შრომთ მოპოვებული ოქროა.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 944 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ინდაური, meurneoba, მარინა შალვაშვილი, ფერმერი ქალი, სოფლის მეურნეობა, marina shalvashvili, ყიყლიყო, ცხვარი, fermeri qali, ღორი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]