7:33 AM
John Boyle - Boy in the Striped Pajamas / ჯონ ბოინი - ბიჭი ზოლიან პიჟამაში / jon boili - bichi zolian pijamoshi
www.auf.ge -
შაბათ დღეს გადაღლილი ტვინით სასიამოვნოდ რომ წაიკითხავ, ისეთი წიგნია. სულ რამდენიმე საათი გჭირდება ამ სევდიანი ისტორიის ჩასაკითხად. ჩემნაირები არა, გული რომ თითქმის არ უჩუყდებათ, მაგრამ ბევრი აცრემლებული დაამთავრებს ამ წიგნის კითხვას.

წიგნი 9 წლის ორ ბიჭზეა. ერთი კომენდანტის შვილია, მეორე აუშვიცის ბანაკში მოხვედრილი ებრაელი. ორივემ სახლი შეიცვალა, ორივე უბედურია. სულ სხვა გარემოში აღმოჩნდნენ. ერთს ისე შია, ჩონჩხად იქცევა ლამის, არც ერთ მხარეს იცინიან. ვერც აცნობიერებენ, რა ხდება.

ის ეპიზოდი განსაკუთრებით კარგია, 13 წლის და რომ უხსნის იმ ბანაკში ებრაელები ცხოვრობენო, ბრუნოს ვერ გაუგია ისინი თუ ებრეალები არიან ჩვენ ვინ ვართო, დამ კიდევ არ იცის რა უპასუხოს და საპირისპიროებიო პასუხობს.

მეორე მსოფლიო ომის ამბავია რეალურად, ალბათ მათთვის, ვისაც მანამდე არაფერი წაუკითხავს ომზე.

ფილმიც ყოფილა გადაღებული. მე როგორც ყოველთვის არ ვუყურებ წიგნების ეკრანიზაციებს, შეიძლება წიგნზე უკეთესიც გამოდგეს, რა ვიცი.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1252 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: Boy in the Striped Pajamas, ჯონ ბოინი, pijamo, ბიჭი ზოლიან პიჟამაში, motxroba, bichi zolian pijamashi, bichi zolian pijamoshi, John Boyle, jon boili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]