7:53 AM მიეცით საკუთარ თავს შანსი! / miecit sakutar tavs shansi! | ||||||||||||
მე დავფეხმძიმდი 19 წლის ასაკში. არ მქონდა არაფერი - არც განათლება, არც სამსახური, არც ცალკე საცხოვრებელი. ჩემი შვილის მამა მოხვდა ისეთ ადგილას, რომელმაც დაგვაშორა სამ ნახევარი წლით. მთავარი იყო ის, რომ ჩემი შვილის მამას, როგორც ფეხმძიმობის დროს გაირკვა, ჰქონდა პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ბევრი არგუმენტი იყო იმისა, რომ არ გამეჩინა. მაგრამ არგუმენტი გაჩენის - იყო მხოლოდ ერთი - ცხოვრება. და მანდ გადაწონა ყველაფერი სხვა. ბევრი ცრემლი, დარდი, მორიგი ანალიზების შედეგების ლოდინი, აღარ დავწერ - ეს მოგონებები არაფერია იმასთან შედარებით, როგორიც არის სიტყვა - დედა, დამიჯერეთ,გოგოებო! არ შეგეპაროტ ეჭვი! იპოვეთ საკუთარ თავში ძალა! გააჩინეთ ბავშვი! შიმშილისგან არ მოკვდებით, თქვენ შვილს კი თქვენგან, მხოლოდ სიყვარული სჭირდება, დანარჩენი გჭირდებათ თქვენ. ბევრი საუბრობს კარიერის შესახებ. მაგრამ არ არსებობს სტატუსი, რომელიც ადამიანს დედობაზე მაღლა დააყენებს. და თქვენი შვილის ღიმილს ვერ შეცვლის ვერანაირი კომფორტი. ახლა, უკან გავიხედოთ, გავაანალიზოთ სიტუაცია, ცუდად ვხდები, როდესაც მიპყრობს იმაზე ფიქრი, თუ რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, რომ უარყოფით დამოკიდებულებას გაჩენაზე გადაეწონა ყველა ფიქრი, მე ხომ ბოლომდე ვყოყმანობდი და არავინ აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომ რაიმე ერჩიათ ჩემთვის-ყველა ხვდებოდა სიტუაციის სერიოზულობას და მომცეს იმის თავისუფლება, რომ არჩევანი თავად გამეკეთებინა. და როგორი მძიმეა არჩევანის გაკეთება! მაგრამ უნდა გადაიტანო ეს მომენტი, და ყველაფერი დალაგდება! ახლა მე ვმადლობ უფალს, იმისათვის, რომ არ დაუშვა და არ ჩამადენინა დანაშაული. მე ვმუშაობ მსხვილ კომპანიათი, ხელმძღვანელის თანამდებობაე, დავამთავრე ორი უმაღლესი, ჩემი შვილის მამა უკვე ხუთი წელია ჩვენთანაა. ზოგჯერ მეშინია კიდეც , იმდენად ყველაფერი სტაბილურად და კარგადაა. იმ მომენტში ამაზე ოცნებაც კი შეუძლებელი იყო. და ყველაზე მთავარი -ჩვენი ვაჟია. ის ჯანმრთელია, სავსეა სიძლიერით და გეგმებით მომავლის შესაებ. აი ამ საოცრების გამო მე ვარ სავსე ოპტიმიზმით. და იქნებოდა ეს ოპტიმიზმი, მაშინ რომ არ გაჩენილიყო? ცალსახად-არა. ბავშვი გახსნის თქვენში ახალ ჰორიზონტს, რომლის შესახებაც თქვენ წარმოდგენაც კი არ გექნებათ. ის თქვენ გასწავლით ბევრს. მე არ ვწერ „მიეცით მას შანსი“. მე ვწერ: გოგოებო, საკუთარ თავს მიეცით შანსი! მიეცით საკუთარ თავს საშუალება, რომ დარჩეთ სუფთა საკუთარი თავის წინაშე. წარმატებები თქვენ! მიმაგრება: სურათი 1
|
|