11:41 AM გურამ პეტრიაშვილის ზღაპარი "გოგონა და ოქროს თევზი" ანიმაციურ ფილმად გაცოცხლდება | ||||||||||||
Halfpace Studio ზღაპრის ანიმაციურ ფილმად ქცევას აპირებს, რომელიც გასართობთან ერთად, შემეცნებითი დატვირთვისაც იქნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა და პროდიუსერმა ლევან ლაფაჩიმ კარგი ამბების სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნა, მაყურებელი მასში უამრავ დაფარულ მესიჯსაც აღმოაჩენს. ანიმაციურ ფილმში The Girl And A Golden Fish არ იქნება დიალოგები, შესაბამისად, მისი აღქმა ერთნაირად მარტივი იქნება ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის. „რეალურად, ფილმს აქვს უდიდესი პოტენციალი გავიდეს ისეთ ქვეყნებში ფესტივალებზე, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია და ასე შემდეგ” - გვითხრა ლევან ლაფაჩიმ. მიმაგრება: სურათი 1
|
|