12:22 PM მარტოკაცის ერთი დღის ცხოვრება / martokacis erti dghis ckhovreba | ||||||||||||
არ ვიცი ზუსტად სად იქნება და როდის,
მაგრამ ის ვიცი, რომ ჩატარდება ან 7 საათზე ან 8ის ნახევარზე და ყველა ვარიანტში მე მჭირდება ნამდვილი, ის ხალხი, ვინც გამოიარა მსგავსი ცხოვრება და ესმის ჩემი თუნდაც რაღაც მცირედით, ვინც კი ნებისმიერ დროსა თუ ადგილას შეძლებს გვერდზე დამიდგეს, დაესწროს და მომისმინოს, ეს იქნება ან რომელიმე თეატრში სერიოზულად და შინაარსობრივად გაფორმებული ან სადმე მიტოვებულ ქუჩაზე, სადაც დღეში შეიძლება ერთმა კაცმა გამოიაროს და გაუხარდეს ვინმეს ნახვა რომ ან სიგარეტი ან ხურდა სთხოვოს, რუსთავში ვიცი, რამოდენიმე მსგავსი ადგილი, თბილისში თქვენ თუ შემომთავაზებთ (პარკები და ამფითეატრები და მსგავსი რამ არა ოღონდ, ან ჩემი ეზო და რამე...), საღამო იქნება რეალური, ნაღდი და ცოტაარიყოს მძიმე ამ ყველაფრით რაც ყელში მაწვება, შესაძლოა მოვიმატო გამომსვლელი, მეგობრებიდან და ვინმე იქიდან ვინც მსგავს თემაში იქნება რა, ეგ ნუ ცალკე, ნუ მოკლედ კომენტარის სახით, შემომთავაზეთ ადგილები, პირადად მომწერეთ - განვიხილოთ, ერთად მივიდეთ და ა.შ... თუ ვინმეს გსურთ რომ ჩატარდეს ეს გამოსვლა თეატრში, მაშინ უნდა ფინანსურადაც ამომიდგეთ მხარში, რადგან სხვა თუ არაფერი თბილისამდე მგზავრობის ფულიც ბევრჯერ დიდი პრობლემა ყოფილა, საღამო არის ჩემი ერთი დღის ცხოვრება, საღამო იმათთვისაა, ვინც კი ბოლომდე გამომყვება ნებისმიერ გზაზე და ნებისმიერ დროს, ყველას დიდი მადლობა, ვინც კი (სხვა თუ არაფერი) უბრალოდ ეს ტექსტი მაინც წაიკითხეთ, გმადლობთ!.. მიმაგრება: სურათი 1
|
|