გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » ივნისი » 30 » ორსართულიანი მატარებლები თბილისში 17 ივლისიდან შემოვა
9:34 AM
ორსართულიანი მატარებლები თბილისში 17 ივლისიდან შემოვა






საქართველოს რკინიგზას ორსართულიანი, შვეიცარიული მატარებლები შემოჰყავს თბილისი-ბათუმის რეისზე.

რკინიგზის დირექტორის მამუკა ბახტაძის თქმით, მატარებლები თბილისში 17 ივლისს შემოვა და ტექნიკური რეგლამენტის გავლის შემდეგ რეისების შესრულებასაც დაიწყებს.

რკინიგზის ინფორმაციით, მგზავრობის გაძვირება არ იგეგმება.

"ოთხი ახალი მატარებელი საჭირო ყველა თანამედროვე მოწყობილობით, ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტებთან. ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე".

მატარებლების ღირებულება ჯამში დაახლოებით 40 მილიონი ევროა.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1080 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მოგზაურობა, Tbilisi, საქართველოს რკინიგზა, rkinigza, თბილისი, batumi, MATAREBELI, ორსართულიანი მატარებელი, საქართველო, ბათუმი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...