5:21 PM
4 დღის განმავლობაში პორტუგალია მხოლოდ განახლებად ენერგიას იყენებდა / 4 dghis ganmavlobashi portugalia mkholod ganakhlebad energias ikenebda
www.auf.ge -
მას შემდეგ, რაც 4 დღის განმავლობაში პორტუგალია მხოლოდ განახლებადი ენერგიის წყაროებით მარაგდებოდა, ჰაერის ნახშიროჟანგით დაბინძურების მაჩვენებელმა 0-ს მიაღწია.

The Guardian-ის ინფორმაციით, 7-დან 11 მაისის ჩათვლით, სულ 107 საათის განმავლობაში, ქვეყანა ქარის, მზისა და ჰიდრო რესურსებისგან იღებდა ელექტროენერგიას.

SolarPower-ის აღმასრლებელი დირექტორის, ჯეიმს უოტსონის თქმით, პორტუგალიის მაგალითი ევროპული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა:

"ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ რამდენიმე წელიწადში ეს მაგალითი ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, რადგან ენერგეტიკისთვის ეს გარდამავალი პროცესი ინერციით მიდის წინ".

2013 წლის მონაცემებით, პორტუგალია თავისი ელექტროენერგიის მოცულობის ნახევარს ნავთობპროდუქტებისგან, 27%-ს ბირთვულ, 13% ჰიდრო, 7.5% ქარის და 3% მზის რესურსებიდან იღებდა.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 818 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: akhali ambebi, მსოფლიო, axali ambebi, პორტუგალია, განახლებადი ენერგია, ganakhlebadi energia, portugalia, msoflio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]