გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » ივლისი » 27 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - მარტოკაცის ერთი დღის ცხოვრება / nikoloz qartveli (dzamiashvili) - martokacis erti dghis ckhovreba
6:52 AM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - მარტოკაცის ერთი დღის ცხოვრება / nikoloz qartveli (dzamiashvili) - martokacis erti dghis ckhovreba






მძიმე დღის მერე უყურებ სასაცილო ვიდეოს,
რადგან არ იცი დაძინებისას რაზე იფიქრო.

ცხოვრება რომელიც გიწევს სხვა ქალაქში,
იმაზე ძნელია,
ვიდრე საკუთარში — უმუშევრობით.

ყველა გზა ფულზე გადის.
დუმილი ძვირიანი კანფეტივითაა,
ცოტაა — მაგრამ გემრიელი.

აქ შეშლილთათვის
არ არსებობს აღსარების ტიპი.

აქ შიმშილით გამოხატავენ აქციას,
სადაც საკუთარი ცარიელი კუჭი აყვირებთ
უფრო მეტად,
ვიდრე ის სიცრუე და ჭაობი,
რაშიც ვიხრჩობით.

აქ არავინ მოგაქცევს გრამ ყურადღებას,
როცა გტკივა,
სანამ თვითონ არ ეტკინება,
მითუმეტეს არავინ მოგიჯდება ბორდიურზე გვერდით
და ტანზე ხელს არ მოგცხებს.

აქ არსებობს შიში — მეორე დღის,
რომ უარესი არ აღმოჩნდეს გუშინდელზე
და დღევანდელ უსრულზე.

აქ დაუბადებელ ბავშვს კლავენ
კომფორტისა და სირცხვილის დასამალად.

აქ არავის ანაღვლებს სიმართლე,
რადგან უკვე დიდი ხანია შეჭამეს რესტორანში,
სიცრუის გამართლების ქრთამი.

აქ შენივე მიწის დასამტკიცებლად
20 ლარობით
წლების მანძილზე,
გახდევინებენ იმავე თანხას,
რაც რეალურად ღირს ნაკვეთი
და შემდეგ
"უკაცრავად,
ისევ რაღაც პრობლემაა გადაფორმებაში".

აქ თითქმის ყველაფერი ყელთან ისე ახლოსაა,
რომ ნებისმიერ მომენტში
შეიძლება ლავასავით ამოაღებინო კაცმა
და ესევე დაჯარიმდე.

აქ წერენ ლექსებს კუჭის წყლულზე
და გადახსნილ ვენებზე,
ვისაც არ განუცდია შიმშილი
და გადაუხსნია ვენა
და ხალხი მაინც კითხულობს მოფანტაზირებულ ბლეფს
და იჯერებს.

აქ დეპრესია მოდაშია — რეალობა თქვა მაიამ
და მათაც აიტაცეს ვინც კი არ იცოდა ეს რა ხილი იყო.

აქ წყურვილია მოდაში — მე რომ ვთქვა,
უმეტესობა წყლის გარდა
ვერაფერს მიაკუთვნებს ჩემს ნათქვამს
და მაზეგ
სამი-ოთხი შტერის გვამი მიემატება სასაფლაოს.

აქ, სადაც ჩემი სასირნო ადგილია
ან რკინიგზის სადგური,
ან დასვენების პარკი,
ოღონდ მაშინ,
როდესაც არავინ დადის,
არავინ ფიქრობს
და არავინ მელოდება.

აქ, სადაც წერტილსაც ვერ სვამ თამამად,
რადგანაც ვიცი,
ყოველ წერტილს - მძიმე მოჰყვება
კუდივით მუდამ,

მე ვყვირი, რომ
მწყურია თავისუფლება - აფრენილი ზეცისკენ
და შემაერთებელი
მარტოსულობიდან - ჩახუტებამდე.

მორჩა.



მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1151 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: fantazia, ckhovreba, komforti, sircxvili, simartle, umushevroba, qalaqi rustavi, tkivili, kamfeti, nakvetebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...