9:25 AM სიდნეის ქარიშხალს გადარჩენილი პატარა ბეწვიანი სელაპი თავისუფალია / sidneis qarishkhals gadarchenili patara betscviani selapi tavisufalia | ||||||||||||
სტიქიის შემდეგ, სამაშველო ჯგუფებმა თვრამეტი თვის ბეწვიანი სელაპი იპოვეს, რომელსაც შემდგომ „ელვისი“ დაარქვეს და ორი კვირის განმავლობაში სიდნეის ცხოველთა ჰოსპიტალში უვლიდნენ. როგორც ვეტერინარი ლარი ვოგელნესი ამბობს, „ელვისი“ იღბლიანი აღმოჩნდა. მას 24 საათიანი ზრუნვა, ანტიბიოტიკები და თევზის დიეტა დაენიშნა. ამის შემდეგ ის გაათავისუფლეს და სიდნეის ნავსადგურიდან წყალში გაუშვეს. „ის წყალში ფანტასტიკურად გამოიყურებოდა, ვიმედოვნებთ, რომ ის დიდი ჯანმრთელი სელაპი გაიზრდება“ - ამბომბს ტარონგას ზოოპარკის წარმომადგენელი პაულ ფაჰი. მიმაგრება: სურათი 1
|
|