9:37 AM პაატა ბურჭულაძის პარტიის პასუხი ვაშაძე-ჯაფარიძე - ახალი არჩევანის შეთავაზებაზე / paata burchuladzes partiis pasukhi vashadze-jafaridze | ||||||||||||
რუსთავი 2-თან მიცემულ ინტერვიუში, ბურჭულაძის პარტიის ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკაში მოსვლის დღიდან აქვს სურვილი ითანამშრომლოს პროდასავლურ ძალებთან: "ჩვენ ღია ვართ პროდასავლური პარტიებისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს. მივესალმებით იმ განცხადებას, რომელიც გაკეთდა ზურა ჯაფარიძისა და ვაშაძის მიერ, ჩვენ ვთვლით, რომ ნამდვილად კომპეტენციაზე, სუფთა წარსულსა და რეპუტაციაზე დაფუძნებული ძალა ვართ და ვთვლით, რომ პაატა ბურჭულაძეს ნამდვილად აქვს რესურსი იმის, რომ შემოიკრიბოს პროდასავლური ძალა". მიმაგრება: სურათი 1
|
|