გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » აგვისტო » 18 » გიორგი მარგველაშვილი - ცუდ ხელისუფლებას ქმნიან კარგი ადამიანები, რომლებიც არ მიდიან არჩევნებზე / giorgi margelashvili - cud khelisuflebas qm
9:52 AM
გიორგი მარგველაშვილი - ცუდ ხელისუფლებას ქმნიან კარგი ადამიანები, რომლებიც არ მიდიან არჩევნებზე / giorgi margelashvili - cud khelisuflebas qm






საქართველოს პრეზიდენტი შენი ხმა ჩვენი მომავალია კამპანიის ფარგლებში, ქობულეთის საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა და ახალგაზრდებს არჩევნებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა:

"ასეთი გამოთქმაა, ცუდ ხელისუფლებას ქმნიან კარგი ადამიანები, რომლებიც არ მიდიან არჩევნებზე, რჩებიან სახლში და ამის შედეგად იქმნება ცუდი ხელისუფლება, ცუდი დემოკრატიაც ასე იქმნება".

გიორგი მარგველაშვილის თქმით, არჩევნებში მონაწილეობით და საზოგადოების ჩართულობით დემოკრატიის გაჯანსაღება ხდება:

"მთავარი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რაც ჩვენ უნდა მივიტანოთ ჩვენ საზოგადოებამდე - რომ ჩვენ არავის ვთხოვთ, რომ ვინმეს მისცეს ხმა,არავის ვთხოვთ, რომ ჩვენ დაგვიჭიროს მხარი, მხოლოდ ვითხოვთ, რომ ისინი იყვნენ ჩართულნი თანამედროვე საქართველოს შემოქმედებაში, თანამედროვე საზოგადოების შექმნაში. ეს შეიძლება, გარკვეულწილად კლიშეს შეცვლა იყოს, იმიტომ, რომ აქ არავითარი აგიტაცია არ ხდება, არ ხდება იმის მოწოდება, რომ ამის წინააღმდეგ გადადგი ნაბიჯი, ან იმის მომხრე იყავი, მაგრამ ხდება მთავარი, ხდება პოზიციის დაფიქსირება, რომ შენ უნდა იყო ჩართული არჩევნებში და შენი ხმა არის მომავალი საქართველოსი".

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა შეძლონ და აამუშავონ დემოკრატიის მანქანა, რომელიც ამომრჩევლისა და არჩეული პოლიტიკოსის მუდმივი კონტაქტია.

"ვფიქრობ, ისიც უნდა ვუთხრათ მოქალაქეებს შეხვედრებზე, რომ არა მხოლოდ არჩევნებზე მისვლით ამოიწურება მოქალაქის ვალდებულება, არამედ არჩევნების შემდეგაც მუდმივი კონტაქტით შენს დეპუტატთან, იმ პარტიასთან, რომელსაც ხმა მიეცი, იმ დავალდებულებებით, რომელსაც წერილის მიწერა ჰქვია, რომელსაც პოზიციის დაფიქსირება ჰქვია".

კამპანიის შენი ხმა ჩვენი მომავალია მიზანი არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობისა და სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა და ის საქართველოს 9 რეგიონში მიმდინარეობს.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 989 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: sheni khma chveni momavalia, khelisufleba, შენი ხმა ჩვენი მომავალია, გიორგი მარგველაშვილი, giorgi margvelashvili, xelisufleba, mtavroba, archevnebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...