გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » აგვისტო » 18 » 14 რჩევა საუკეთესო ურთიერთობის შექმნისთვის / 14 rcheva sauketeso urtiertobis sheqmnisas
10:13 AM
14 რჩევა საუკეთესო ურთიერთობის შექმნისთვის / 14 rcheva sauketeso urtiertobis sheqmnisas






წყვილებთან მუშაობისა და ურთიერთობების აღდგენის ხერხების კვლევის 30 წლის თავზე, უცებ მივხვდი, რომ საკვანძო მომენტს მივაღწიე;

ჩვენმა ყველა კვლევამ, ამბავმა და მეცნიერებამ თავი ერთად მოიყარა და რევოლუციის შუაგულში აღმოვჩნდით - რომანტიული სიყვარულის გაგების სრულიად ახალი გზა ნაპოვნია.

როგორც იქნა შეგვიძლია ჩავწვდეთ სიყვარულის კანონებს - და ისინი ნამდვილად მუშაობენ! ჩვენ გავტეხეთ სიყვარულის კოდი და ვიპოვეთ გზა ჩვენთვის სასურველ ურთიერთობამდე. ამ მომენტიდანვე შეგიძლიათ შექმნათ დამაკმაყოფილებელი, მშვიდი, უსაფრთხო, რომანტიული ურთიერთობა.

1. დაივიწყეთ მოძველებული აზრი, რომ სიყვარული უბრალო რამეა, რომელიც შეიძლება შემთხვევით გადაეყაროთ.
მეცნიერება გვეუბნება, რომ სიყვარული მისტიკა აღარ არის. ის საკმაოდ აზრიანია. მისი წესების შესწავლაც შესაძლებელია. თქვენ უფრო მეტი კონტროლი გაქვთ იმ ქაოსურ ემოციებზე ვიდრე გგონიათ.

რისიც გესმის, შეგიძლია ფორმა მისცე. პირველი ნაბიჯი სიყვარულის და კავშირების მეცნიერების შესწავლაა.

2. ეცადეთ ყოველდღე ღიად მიაწვდინოთ ხმა ვინმეს და ითხოვოთ ყურადღება ან სიყვარული.
შეეგუეთ აზრს, რომ თქვენ ძუძუმწოვარა ხართ და რომ სიყვარული გადარჩენის უძველესი და გამოცდილი ხერხია.

თქვენ ბევრად ბედნიერი, ჯანმრთელი, მშვიდი იქნებით და უფრო დიდხანსაც იცოცხლებთ, თუ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას შეუწყობთ ხელს.

ამის საჭიროება სავსებით ნორმალურია; ის თქვენი ყველაზე დიდი რესურსია. ჩვენ არ ვართ მოწყობილნი ისე, რომ მხოლოდ საკუთარი თავი ვიმყოფინოთ.

სიყვარულის მოთხოვნილებისა და საჭიროების აღიარება, ხოლო შემდეგ მის ძიება და რისკები, სიძლიერის ნიშანია და არა პირიქით.

3. როდესაც თავს გაღიზიანებულად, გაურკვევლად ან მშფოთვარედ გრძნობთ, ამის შესახებ თქვენს პარტნიორს უთხარით, გაუზიარეთ ემოციები და დაიხმარეთ ის მათ დალაგებაში.
სიყვარულის "ბორკილებს" უსაფრთხო სივრცეც მოჰყვება, სადაც თავის შეფარება და ემოციური ბალანსის მოპოვება შეგვიძლია. ბოლო კვლევები გვანახებს, რომ საყვარელი ადამიანის ხელის მოკიდებასაც კი, შეუძლია დაგამშვიდოთ და შიშები გაგიქარვოთ.

4. შეეცადეთ შეამჩნიოთ ის მომენტები, როცა გახსნა გიჭირთ და თავდაცვის პოზიციებში გადადიხართ, შორეული და მოღუშული ხდებით.
ჩვენ ვიცით, რომ გახსნილობა ძლიერი, მყარი ურთიერთობების ფუძეა. ეცადეთ აიღოთ ინიციატივა და პარტნიორს გაუზიაროთ, თუ რატომ გიჭირთ გახსნა და რა იწვევს თქვენს ჩაკეტილობას. პრობლემის არსში ჩაწვდომა მისი მოგვარების საწინდარია.

5. დააკვირდით თქვენი და თქვენი პარტნიორის ინტერაქციას.
ერთმანეთისთვის ხმის მიწვდენა შეგიძლიათ? რას აკეთებთ, როცა ერთ-ერთი თქვენგანი მოღუშულია და თქვენთან კონტაქტი არ უნდა? ცდილობთ დაკონტაქტებას თუ თავს ანებებთ? უთხარით ერთმანეთს თუ როგორ შეიძლება ხმის მიწვდენა, რა უნდა გააკეთოს ერთმა იმისთვის, რომ მეორე გაიხსნას. ამით თქვენ უფრო დაახლოვდებით და კონტაქტიც გაგიადვილდებათ.

6. ეცადეთ დაელაპარაკოთ თქვენს პარტნიორს ერთმანეთის ზეგავლენაზე.
ორივე თქვენგანი, ხანდახან, უსაფრთხოების ან საშიშროების იმპულსებს გამოსცემს, რომელსაც ჩვენი ტვინი იღებს როგორც გადარჩენის ინსტინქტისთვის საჭირო ინფორმაციას;

მაგალითად, გაუზიარეთ ერთმანეთს - როდის ხართ ყველაზე მეტად კმაყოფილი თქვენი პარტნიორით? და როდის განიცდით ხელისკვრას ან მარტოობას? ჩვენი ტვინი ამ წყენებს აღიქვამს როგორც ფიზიკურ ტკივილს.

7. ჩხუბის/კამათის დროს, ღრმად ჩაისუნთქეთ და ეცადეთ თქვენი კამათი ჭერზე მჯდარი ბუზის თვალით დაინახოთ.
ხანდახან, სინამდვილეში, კამათს ემოციური კავშირების საჭიროება იწვევს.

შეიძლება თქვენთვის ეს ჩვეულებრივი სიგნალია, რომელსაც პარტნიორის მიმართ გასცემთ, მაგრამ მას კრიტიკა ესმის და უკან იხევს ან თავადაც შეტევაზე გადმოდის.

8. ხშირად ითამაშეთ "ემპათიობანა" - ეს თქვენს გახსნილობას და ემოციურ უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს.
ორივემ გაიხსენეთ რამე მოვლენა თქვენს ცხოვრებაში. შემდეგ ერთმანეთის სახეზე 6 საბაზისო ემოციის, სიხარულის, გაკვირვების, სევდის, გაბრაზების, სირცხვილის ან შიშის ამოკითხვას შეეცადეთ. გაარკვიეთ, რამდენად სწორად ამოიცანით ემოციები და ისაუბრეთ აღქმაზე და ემოციის გამომწვევ მიზეზებზე.

9. მოიწყვეთ მშვიდი მომენტი, გადაერთეთ ემოციურ ნოტაზე და ნახეთ თუ შეგიძლიათ გაუზიაროთ ერთმანეთს თქვენი საჭიროებები.
ყველაფერი მარტივად და კონკრეტულად გააკეთეთ. გჭირდებათ კომფორტი, თავდაჯერებულობა, მხარდაჭერა, ემპათია ან მესიჯი იმის შესახებ თუ რამდენად მნიშვნელოვანი ხართ თქვენი პარტნიორისთვის? თუ ამის გაზიარება რთულია, გაუზიარეთ თუ რამდენად რთულია გახსნა და რა გბოჭავთ.

10. იცოდეთ, რომ ემოციური ტრავმა ურთიერთობებისთვის ძალიან საზიანოა.
თქვენი პარტნიორისთვის ზიანის მიყენება ადვილია, რადგან თქვენ მისთვის ყველაფერს ნიშნავთ და ის მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. ნებისმიერი წყენა შეიძლება ტრავმად იქცეს, რადგან ის გენდობათ და ამ დროს თქვენგან არასწორ მესიჯს, ქცევას ან ემოციას იღებს.

მშვიდ მომენტებში, ჰკითხეთ თქვენს შეყვარებულს თუ აქვს რაიმე მოურჩენელი წყენები. ეცადეთ დაეხმაროთ მათ. (ეს წყენები თავისით არ წავა). ეს ტრავმები შეიძლება მხოლოდ დახმარების შეთავაზებამაც კი მოაშუშოს. რადგან ამ დროს ის თქვენს მხარდაჭერას და ზრუნვას დაინახავს.

11. გახსოვდეთ, რომ სექსის ყველაზე კარგი რეცეპტი ემოციური კავშირი და ღია კომუნიკაციაა.
ჩამოწერეთ მოკლე სია იმის შესახებ, თუ რა გინდათ თქვენმა შეყვარებულმა საწოლში გააკეთოს, ან როგორ გინდათ რომ ეროტიულ თამაშებში “შემოგიპატიჟოთ”. გახსოვდეთ, რომ კრიტიკა პირდაპირპროპორციულად ახშობს სექსუალობას და აღგზნებას.

12. ისაუბრეთ ემოციებთან გამკლავების ოჯახში ნასწავლ მეთოდებზე.
ემოციები შეყვარებულების ცეკვის მუსიკაა; კარგია თუ მუსიკა გასაგებია. ამ შემთხვევაში, წინასწარ გეცოდინებათ პარტნიორის ჩანაფიქრები და შეგეძლებათ ჰარმონიაში ურთიერთობა. ისაუბრეთ იმ რაღაცებზე, რომლებიც ართულებს მოსმენას ან გრძნობების გაზიარებას.

ზოგ ოჯახში ემოციების გამოხატვას ერიდებიან, შესაბამისად, ასეთ ოჯახებში აღზრდილ ადამიანებს თავადაც უჭირთ გახსნილობა, ზოგან პირიქით - ზედმეტად ემოციურები არიან. გაიგეთ მეტი თქვენი პარტნიორის შესახებ, ეს ძალიან გაგიადვილებთ მასთან ურთიერთობას.

13. მოუყევით ერთმანეთს სამომავლო მიზნებზე და ეცადეთ ერთმანეთს მათ მიღწევაში დაეხმაროთ.
ცხადია, რომ როდესაც ვინმეს მხარდაჭერას ვგრძნობთ, უფრო თავდაჯერებულები და გაბედულები ვხდებით. ჩვენს მიზნებს უფრო მარტივად ვაღწევთ და იმედგაცრუებებიც ნაკლებად მოქმედებს.

14. პატივი ეცით თქვენს ურთიერთობას. შექმენით პატარა რიტუალები თქვენი სიყვარულის გამოსახატად.
ეს შეიძლება იყოს განსაკუთრებული კოცნა დილით, სახლიდან გასვლისას ან 10 წუთიანი მოსაფერებელი დრო სახლში მისვლისას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ დროს ყველანაირი საქმეები, პრობლემებზე ფიქრი, ან ყურადღების გადატანა პატარა ელექტრონულ ნივთებზე აკრძალულია!



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 948 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: urtiertobebi, siyvaruli, ურთიერთობა, ემპათია, ცხოვრება, სიყვარული, sikvaruli, empatia, urtiertoba, ურთიერთობები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...