მსოფლიოს 20 უდიდესი ბიბლიოთეკა / msoflios 20 udidesi biblioteka - 18 აგვისტოში 2016 - Social Mega Portal



Загрузка...
მთავარი » 2016 » აგვისტო » 18 » მსოფლიოს 20 უდიდესი ბიბლიოთეკა / msoflios 20 udidesi biblioteka
10:35 AM
მსოფლიოს 20 უდიდესი ბიბლიოთეკა / msoflios 20 udidesi biblioteka






მსოფლიოს ბიბლიოთეკებს შორის ეს 20 ბიბლიოთეკა განსაკუთრებით გამოირჩევა როგორც არქიტექტურული თვალსაზრისით, ასევე წიგნების იშვიათი კოლექციებითა და სამკითხველო დარბაზების სიდიდით.

#1. კლემენტინუმის ეროვნული ბიბლიოთეკა - პრაღა, ჩეხეთი

ბაროკოს სტილის კლემენტინუმის ბიბლიოთეკა 1622 წელსაა აშენებული. დარბაზი იშვიათი მოოქროვილი გლობუსებითა და ხელოვნების შედევრი ფრესკებით გამოირჩევა. გადმოცემის თანახმად, როდესაც მშენებლობა დაიწყო ბიბლიოთეკას მხოლოდ ერთი წიგნი ჰქონდა, მშენებლობის დასრულებისას კი წიგნების რაოდენობა ოცი ათას ტომს შეადგენდა. თაროებზე ის წიგნები ჯერ კიდევ ალაგია.

#2. წმინდა სამების კოლეჯის ბიბლიოთეკა - დუბლინი, ირლანდია

ბიბლიოთეკა დედოფალ ელიზაბეტ I-ის მიერ 1592 წელსაა დაარსებული. აქ დაცულია იშვიათი ხელნაწერი წიგნი, მათ შორის, ახალი აღთქმის ოთხთავი. წლიდან წლამდე სწორედ ამ იშვიათი წიგნების გამო ბიბლიოთეკაში უამრავი უცხოელი ვიზიტორი მიდის. მთავარი დარბაზი ორასი მეტრი სიგრძისაა და ცნობილი მწერლების ბიუსტებითაა გაფორმებული.

#3. პორტუგალიური სამეფო ბიბლიოთეკა - რიო დე ჟანეირო, ბრაზილია

რიო დე ჟანეიროში 1837 წელს პორტუგალიელმა ემიგრანტებმა გადაწყვიტეს ბიბლიოთეკის ასაშენებლად გაერთიანებულიყვნენ. ეკლესიის მსგავს სამკითხველო ოთახს ვიტრაჟული გუმბათი აქვს, ბიბლიოთეკის თაროები კი იშვიათი წიგნებითაა სავსე.

#4. ვანკუვერის ეროვნული ბიბლიოთეკა - ვანკუვერი, კანადა

თანამედროვე კოლიზეუმის ფორმის ბიბლიოთეკა უზარმაზარი კაფეებითა და მაღაზიებით ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს იღებს. შიდა შენობებს ერთმანეთთან ხიდები აკავშირებს. სამკითხველო სივრცე გამოყოფილია შენობის სახურავზეც, რომელიც მცენარეებითაა დაფარული.

#5. მუსაშინოს ბიბლიოთეკა - ტოკიო, იაპონია

ხელოვნების უნივერსიტეტის შემაგენლობაში მყოფი ეს ბიბლიოთეკა 27 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. მინისა და ხის კომბინაციით სადა და სივრცული შენობა უამრავ წიგნსა და მკითხველს იტევს.

#6. ოქსფორდის ბიბლიოთეკა - დიდი ბრიტანეთი

ნეოკლასიკური არქიტექტურის ეს ნიმუში 1602 წელს გაიხსნა. შენობა 11 მილიონზე მეტ წიგნს იტევს, მათ შორის უიშვიათეს ინგლისურ გამოცემებს.

#7. შტუდგარტის ბიბლიოთეკა - შტუდგარტი, გერმანია

შტუდგარტი ცნობილია ისეთი ავტოქარხნებით, როგორიცაა Merseders-benz და Porsche. სწორედ ამ ქალაქშია ეს თანამედროვე და ორიგინალური, მინიმალისტური დიზაინის ბიბლიოთეკაა. ღამით კუბის ფორმის შენობას ფერადი განათებები კიდევ უფრო ალამაზებს.

#8. ალექსანდრიის ბიბლიოთეკა - ალექსანდრია, ეგვიპტე

მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ბიბლიოთეკა მესამე საუკუნით თარიღდება. მისი აღდგენითი სამუშაოები 2002 წელს დასრულდა. შენობაში შედის ოთხი მუზეუმი, პლანეტარიუმი, ვირტუალური რეალობის ცენტრი და სხვა ნაგებობები.

#9. დანიის სამეფო ბიბლიოთეკა - კოპენჰაგენი, დანია

დანიის სამეფო ბიბლიოთეკა 1482 წელს დაარსდა და 1999 წელს გარემონტდა. ახალი შენობა პირვანდელზე ორჯერ დიდია. შენობა შავი ბრილიანტის სახელითაცაა ცნობილი, რადგან მოსაპირკეთებელ მასალად შავი გრანიტია გამოყენებული.

#10. ვიბლინგენის სამონასტრო ბიბლიოთეკა - ვიბლინგენი, გერმანია

ვიბლინგენის მონასტერი 1093 წელს დაარსდა, ბაროკოს სტილი კი შენობამ მეთვრამეტე საუკუნეში შეიძინა. როგორც ფოტოზე ჩანს, ბიბლიოთეკის დარბაზები მდიდარია ჭერისა და კედლების ფრესკებით.

#11. კონგრესის ბიბლიოთეკა - ვაშინგტონი, აშშ

კონგრესის ბიბლიოთეკა აშშ-ის ეროვნული ბიბლიოთეკის ნაწილია. თაღების რაოდენობის მიხედვით, ის მსოფლიოში უდიდესად მიიჩნევა. აქ ინახება 32 მილიონი წიგნი, 61 მილიონი ხელნაწერი, გუტენბერგის ბიბლიის სრულყოფილი ასლი, 5 მილიონი რუკა, 14 მილიონზე მეტი ფოტო და 6 მილიონი მუსიკის ფურცელი.

#12. იელის იშვიათ და ხელნაწერ წიგნთა ბიბლიოთეკა - კონექტიკუტი, აშშ

ეს არის მსოფლიოში უდიდესი ბიბლიოთეკა, რომლის მთავარი მიზანიც იშვიათი წიგნების შენარჩუნებაა. აქ სხვა მრავალთა შორის ინახება გუტენბერგის 48-დან ერთი ბიბლიის ორიგინალი ვერსია.

#13. ვატიკანის ბიბლიოთეკა - იტალია, ვატიკანი

იგი დაარსდა 1475 წელს. ამჟამად ინახება 1 100 000 წიგნი, და 75 ათასი ხელნაწერი.

#14. წმინდა მარკოზის სახელობის ბიბლიოთეკა - ვენეცია, იტალია

ეს რენესანსული შენობა 1537 წელსაა აშენებული. აქ ინახება მილიონზე მეტი წიგნი, 13 ათასი ხელნაწერი და ათასობით დაუსრულებელი ნამუშევარი.

#15. ბოსტონის ეროვნული ბიბლიოთეკა - ბოსტონი, აშშ

ბიბლიოთეკა დაარსდა 1848 წელს. საცავში ნახავთ 23 მილიონამდე ყველა ფორმატის წიგნს, მათ შორის DVD, CD, რუკებს, ფილმებს, ხელნაწერებსა და სხვა ვიზუალურ მასალებს.

#16. პარლამენტის ბიბლიოთეკა - ოტავა, კანადა

შენობის არქიტექტურა ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის დიზაინითაა შთაგონებული. აქ ინახება 600 ათასზე მეტი ნივთი და სამასზე მეტი კურატორი მუშაობს.

#17. ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკა - ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

გაიხსნა 1857 წელს და 1997-2000 წლებში რესტავრაცია უტარდებოდა. დარბაზი დღეს გამოიყენება დროებითი გემოვნებისთვის. შენობა ბრიტანეთის ეროვნულ მუზეუმს ეკუთვნის.

#18. ჩინეთის ეროვნული ბიბლიოთეკა - პეკინი, ჩინეთი

ეს არის აზიაში ყველაზე დიდი და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა. მოიცავს 33 მილიონ წიგნს. მასში შედის ჩინეთის საიმპერატორო ბიბლიოთეკის საცავიც.

#19. წმინდა გალენის სახელობის სამონასტრო ბიბლიოთეკა - შვეიცარია

დაარსდა 719 წელს. ეს არის უძველესი სამონასტრო ბიბლიოთეკა მსოფლიოში. აქ ინახება უამრვი ხელნაწერი, რომლის ნახვაც ოფიციალურ ვებგვერდზეც შეიძლება.

#20. ავსტრიის ეროვნული ბიბლიოთეკა - ვენა, ავსტრია

აქ ინახება მეოთხე და მეექვსე საუკუნეებით დათარიღებული უიშვიათესი წიგნები. ასევე, მეთექვსმეტე საუკუნის რუკები. შენობა მოხატულია ფრესკებით და მოსაპირკეთებელ მასალად გამოყენებულია ხე.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 121 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: წიგნი, cigni cignebi, ბიბლიოთეკა, bibliotekebi, ბიბლიოთეკები, biblioteka, tsigni tsignebi, wigni wignebi, ganatleba, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: