ელენე მალაშევსკი-ჯაყელი საავადმყოფოში გადაიყვანეს / elene malashevski-jakeli saavadmkofoshi gadaikvanes - 25 აგვისტოში 2016 - Social Mega Portal



Загрузка...
მთავარი » 2016 » აგვისტო » 25 » ელენე მალაშევსკი-ჯაყელი საავადმყოფოში გადაიყვანეს / elene malashevski-jakeli saavadmkofoshi gadaikvanes
7:18 PM
ელენე მალაშევსკი-ჯაყელი საავადმყოფოში გადაიყვანეს / elene malashevski-jakeli saavadmkofoshi gadaikvanes






პარტიზანული მებაღეობის ერთ-ერთი წევრი, ელენე მალაშევსკი-ჯაყელი, რომელიც მესამე დღეა თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობს, ისევ ცუდად გახდა. მას სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოუძახეს, რის შემდეგაც ჯაყელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც პარტიზანი მებაღეები განმარტავენ, იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯაყელს შიმშილობის შეწყვეტა მოუწევს, მას მათი გუნდის სხვა წევრი ჩაანაცვლებს.

გარდა ამისა, ამ წუთებში თბილისის მერიასთან პარტიზანი მებაღეები არიან შეკრებილები, რომელებიც კარვის დადგმას ცდილობენ. თუმცა, მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მათ ამის უფლებას არ აძლევენ.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 70 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: tbilisis meria, teritoria, პარტიზანი მებაღეები, ტერიტორია, elene malashevski-jakeli, partizani mebagheebi, თბილისის მერია, ელენე მალაშევსკი-ჯაყელი | რეიტინგი: 0.0/0

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: