8:38 PM
დღეს თბილისის მეტროს სავაგონე პარკს განახლებული 4 ვაგონიანი შემადგენლობა დაემატება
www.auf.ge -
თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროს ვაგონების მოდერნიზაციას აგრძელებს. დღეიდან დედაქალაქის მეტროს სავაგონე პარკს ოთხვაგონიანი განახლებული შემადგენლობა დაემატება.

ვაგონების შემადგენლობა კაპიტალურადაა განახლებული და თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.

"შეკეთდა შემადგენლობის ძრავები და გამოიცვალა გოგორწყვილები. ვაგონების ძველი კომპრესორები ჩანაცვლდა ახალი, ხრახნული ტიპის კომპრესორებით. ასევე, განახლდა სიჩქარის რეგულირების მექანიზმი; დამონტაჟდა მოდერნიზებული, ავტომატური სიჩქარის სისტემა, რომელიც შემადგენლობის გამართულ მოძრაობას უზრუნველყოფს. ვაგონების მოძრაობა და სიჩქარის მექანიზმის ფუნქციონირების გაკონტროლება კომპიუტერით გახდა შესაძლებელი" - ამბობს მერია.

განახლებულია შემადგენლობის ინტერიერიც და შეცვლილია იატაკის საფარი. სალონში დამონტაჟებულია თანამედროვე დიზაინის დიოდური სანათები.

მერიის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ასეთივე განახლებული ოთხ ვაგონიანი შემადგენლობა შევა ექპლუატაციაში.


ნანახია: 975 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: akhali ambebi, Tbilisi, tbilisis metro, თბილისი, saqartvelo, თბილისის მეტრო, MATAREBELI, akhali vagonebi, საქართველო, ახალი ვაგონები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]