9:29 PM
კალმახი სადღესასწაულო / kalmakhi sadghesastscaulo
www.auf.ge -
საჭირო მასალა: 1,5 კგ დაჭრილი კალმახის ფილე, 750 გ კარტოფილი, 4 ღერი ნიახური, 600 გ სტაფილო, 500 გ ნიახურის ძირი, 5 ს.კ. კარაქი, 2 თავი ხახვი, 2 ს.კ. ფქვილი, 400 მლ თევზის ბულიონი, ზეთი – ფორმისთვის, ზღვის მარილი, წიწაკა ­- გემოვნებით.

მომზადება: კარტოფილი გავფცქვნათ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ცხელი წყალი და წამოვადუღოთ, შემდეგ თხელ ფენებად დავჭრათ. ღუმელი 180 გრადუსზე გავახუროთ. ფორმას წავუსვათ ზეთი. კალმახის ნაჭრები გავრეცხოთ, გავაშროთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. სტაფილო, ნიახურის ღერები და ძირი წვრილ ღერებად დავჭრათ. კარაქი გავადნოთ. თევზის ნაჭრები ჩავაწყოთ ფორმაში, ზედ დავაწყოთ კარტოფილის ფირფიტები, მოვაყაროთ მარილი და მოვასხათ გამდნარი კარაქი, გარშემო შემოვუწყოთ დაჭრილი ბოსტნეული და 20-25 წუთით მოვათავსოთ ღუმელში.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1350 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: kalmaxi, mzareuli, kulinaria, recepti receptebi, tevzi, tevzeuli, tevzebi, კალმახი, kalmakhi, sadgesaswaulo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]