გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » სექტემბერი » 11 » სოკო და ქათამი მაიონეზში / soko da qatami maionezshi
9:43 PM
სოკო და ქათამი მაიონეზში / soko da qatami maionezshi






შემადგენლობა:
500 გრამი ქათმის მკერდი, 500 გრამი სოკო, 8 სუფრის კოვზი ზეთი, 8-10 კბილი ნიორი, 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი, 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი, 1 სუფრის კოვზამდე ყვითელი ყვავილი, 200 გრამი მაიონეზი, 350-400 მილილიტრი ანადუღარი წყალი, მარილი და წიწაკა გემოვნებისამებრ.

მომზადების წესი:
1. დაჭერით ქათმის ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად. მოაცილეთ სოკოს ყუნწები. მოასხით ზეთი ტაფას და შეწვით სოკო და ქათამი საშუალო ცეცხლზე, ნახევარი საათის განმავლობაში, თან დროგამოშვებით ურიეთ.

2. დანაყეთ ნიორი, ჩაუმატეთ სუნელები, მარილი და შემდეგ დანაყეთ ერთად.

3. მოათავსეთ მაიონეზი დიდ თასში და ჩაუმატეთ ნივრიანი მასა. კარგად შეურიეთ. შემდეგ ძალიან ნელ-ნელა ჩაუმატეთ გაციებული ანადუღარი წყალი და თან ფრთხილად ურიეთ. ჩაუმატეთ შემწვარი სოკო-ქათამი, შეურიეთ და დატოვეთ ერთი საათით.

4. კარგად გაციებულ კერძს გემოვნებისამებრ მოაფრქვიეთ წითელი წიწაკა და გემრიელად მიირთვით შოთის პურთან ერთად!



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1647 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: qatami, ქათამი, kulinaria, qatmis mkerdi, სოკო, soko, მაიონეზი, maionezi, mzareuli recepti receptebi kulinari, ქათმის მკერდი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...